reportiori.ge - ქეთი ორჯონიკიძე: იქნებ ოდესმე მეღირსოს და მეც მოვიგო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:47
ინტერვიუ
ქეთი ორჯონიკიძე: იქნებ ოდესმე მეღირსოს და მეც მოვიგო
16 მაისი, 2014. 16:13


მომღერალი ქეთი ორჯონიკიძე საზოგადოებამ  ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის პროექტ  „ვარსკვლავების აკადემიიდან" გაიცნო.  მიუხედავად იმისა, რომ ქეთის კონკურსი არ მოუგია, მან ქართულ შოუ-ბიზნესში ადგილის დამკვიდრება და შენარჩუნება შეძლო.   ქარიზმატული მომღერალი ამჟამად ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტ „ ერთი ერთში" იღებს მონაწილეობას.  კონკურსის ფორმატიდან გამომდინარე, მონაწილეებს სხვადასხვა შემსრულებლის იმიჯის მორგება და მათი სიმღერის შესრულება ერთი ერთში ევალებათ. ქეთი ორჯონიკიძე პროექტის ერთ-ერთ მონაწილე, დუტა სხირტლაძესთან ერთად,  ჟიურის წევრების და მაყურებლის ფავორიტია. ქეთის შესრულებით განსაკუთრებით რეიტინგული სამი სახე აღმოჩნდა: პრინცის, ემინემის და ბიორკის.


მომღერალი კონკურსთან დაკავშირებულ დეტალებზე გვესაუბრება.


__ ქეთი, როცა პროექტ „ერთი ერთში" მონაწილეობაზე შეთავაზება მიიღეთ, რა ემოცია გქონდათ?


_ როგორც კი შემოთავაზება მივიღე, პირველ რიგში ინტერესით ავივსე. მარტივად დავთანხმდი შოუში მონაწილეობას, რადგან დარმწუნებული ვიყავი, რომ ჩემთვის ეს ახალი გამოცდილება იქნებოდა. თუმცა თავიდანვე ვიცოდი, რომ თითოეული პერსონაჟის განსახორციელებლად დიდი შრომის ჩადება დამჭირდებოდა.


__ ყველაზე მეტად  რა გაგიჭირდათ პროექტში?


_ საკუთარი ემოციური ფონის პოლუსის შეცვლა და გადატანა სხვა პოლუსზე. თითოეული მონაწილე რასაც ვაკეთებთ, ძალიან რთულია. ეკრანზე ყველაფერი მარტივად და ლამაზად ჩანს, მაგრამ ამის უკან დიდი შრომა და სტრესია. თუნდაც იმიტომ, რომ უარის თქმა გიწევს საკუთარ პრინციპებზე, რომელიც ინდივიდუალიზმზეა დაფუძნებული.

 

__ თითოეული ნომრის შესრულებისთვის რა თვისებებია საჭირო?



_ ამისთვის საჭიროა პირველ რიგში სამსახიობო ოსტატობა და უნარი, გახდე სხვა არა მხოლოდ იმ სამი წუთის განმავლობაში, არამედ სცენაზე გასვლამდეც, რადგან ბოლომდე შეიგრძნო ის არტისტი, რომელსაც განასახიერებ. ამავდროულად, რა თქმა უნდა, საჭიროა ხმა, სმენა და ქარიზმა, რომელიც დამსწრე საზოგადოებას აიძულებს ეს ყველაფერი აღიქვას.


__ სხვადასხვა შემსრულებელთა როლი უკვე შეასრულეთ, თუმცა ყველაფერი წინ არის. არის ვინმე, ვისი შესრულებაც თავად ძალიან გინდათ?


_ ძალიან მინდა პლავა ლაგუნას სიმღერის შესრულება ფილმიდან „მეხუთე ელემენტი". თუმცა ამ სიმღერას კამერულ ორკესტრთან ერთად მაინც გავაკეთებ.


__ რა შეფასებებს იღებთ გარშემომყოფებისგან და მაყურებლისგან?


_ ისეთი შეფასებები მაქვს, გულს რომ უხარია. საერთოდ, ვცდილობ შეფასებები აღვიქვა მხოლოდ იმ საზოგადოებისგან, ვისაც ნამდვილად ვენდობი.  ჩემთვის მნიშვნელოვანია მათი აზრი, ვისაც ვუყვარვარ და ვისაც პატივს ვცემ.


__ როგორია თქვენი დღის რეჟიმი პროექტიდან გამომდინარე?


_ რთული, მაგრამ -სასიამოვნო. მე იმ საქმის განვითარებაზე ვარ გაგიჟებული, რასაც ვაკეთებ. ამიტომ ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა მთელ შემოქმედებით გუნდთან- პროფესიონალებთან ერთად მუშაობა.


__ ვის გულშემატკივრობთ პროექტში, კონკურსანტებიდან?


_ ყველას პატივს ვცემ და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ მომღერლებთან ერთად მიწევს შოუს შექმნა. თუმცა, ვაღიარებ რომ რამდენიმე ადამიანს განსაკუთრებულ პატივს ვცემ. სხვათაშორის, უმეტესად მათი პიროვნული თვისებების გამო, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, როცა კვირაში ფაქტობრივად 5 დღე ერთად ვართ.


__ ჟიურის წევრების შეფასებისას განსაკუთრებით ვისი აზრი გაინტერესებთ?


_ ასე ვერ გამოვყოფ... თითოეულის აზრი გადამწყვეტია, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომელი უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენი ჟიურის თითოეული წევრი აფასებს იმ მხარეს, რომლიდანაც ვერაფერს ამოაგდებ და ვერ იტყვი, რომ რომელიმე-ვოკალი, ან სამსახიობო ოსტატობა და ა.შ. უფრო მნიშვნელოვანია. 


__ რას საქმიანობდით პროექტამდე?


_ პროექტამდე, ჩემს მეგობარ ფოტოგრაფ თათა მეთივიშვილთან ერთად რიგით მეორე გამოფენას ვგეგმავდი. პირველი გამოფენა ერთი წლის წინ მოვაწყვეთ და მას ერქვა „ფოტოგეომეტრია" . ეს იყო გიფსის სკულპტურებისა და ფოტოსურათების სინთეზი. პროექტი რომ დასრულდება, აუცილებლად აღვადგენთ ამაზე მუშაობას. ასევე გეგმაში მაქვს „ნიუ იორკ ფილმ აქადემიში" სამსახიობოზე ჩავაბარო, თუ ,რა თქმა უნდა,  ვინმე გამოჩნდება და ამაში ხელს შემიწყობს. რაშიც ეჭვი მეპარება, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რადგან უარის თქმა არ მინდა ამ მიზანზე.

 

__ რა არის თქვენი მიზანი ამ პროექტში?


_ ჩემი მიზანია ყველა ტური კარგად შევასრულო და ოდესმე მეღირსოს და მეც მოვიგო (იცინის).


ქეთი ორჯონიკიძე მომავალ ტურში სელინ დიონის „ტყავს მოირგებს".  მიზანდასახულ მომღერალს, სხვა კონკურსანტებთან ერთად,  წარმატებას ვუსურვებთ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016