პრიმერადივიზიონის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი და გამარჯვებულის ვინაობა ჯერ კიდევ არ გარკვეულა. ჯერჯერობით მხოლოდ ისაა გადაწყვეტილი, რომ ბილბაოს „ატლეტიკი" (69 ქულით) მეოთხე ადგილზე დაასრულებს ასპარეზობას. მეხუთე ადგილისთვის „სევიალია" (60 ქულით) და „რეალ სოსიედადი" (59 ქულით) იბრძვიან.
რაც შეეხება ფავორიტთა სამეულს, მადრიდის „რეალი" (84 ქულით) მესამე ადგილზე იმყოფება და „ესპანიოლს" საკუთარ კედლებში ხვალ უმასპინძლებს. იმავე დღეს გაიმართება მატჩი, რომელსაც სრულიად საფეხბურთო სამყარო მოუთმენლად ელის. პირველადგილოსანი მადრიდის „ატლეტიკო" (89 ქულით) მეორე ადგილზე მყოფ „ბარსელონას" (86 ქულით) კატალონიაში ეწვევა. მასპინძლებს ჩემპიონობის მოსაპოვებლად მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებათ. „ბარსელონას" ოფიციალურმა ვერგვერდმა დაადასტურა, რომ ნეიმარი, პიკე და ალბა მატჩში მონაწილეობას მიიღებენ.
18:00 „რეალი" - „ესპანიოლი"
20:00 „ბარსელონა" - „ატლეტიკო"