სპორტი
ლუის ენრიკე „სელტას“ ტოვებს. შემდეგი გამოწვევა „ბარსელონა“?
ავტორი: გიორგი კინტირაია
16 მაისი, 2014. 18:05
„ვალენსიასთან" დაპირისპირება უკანასკნელი იქნება ლუის ენრიკესათვის „სელტას" მწვრთნელის პოსტზე. ამის შესახებ სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მინდა აღფრთოვანება გამოვხატო ფეხბურთელებისადმი, რადგან ეს იმ ადამიანთა საუკეთესო გაერთიანებაა, რომლებთანაც აქამდე მწვრთნელის რანგში მიმუშავია. აქ კარგად მეპყრობოდნენ, მაგრამ სხვა ვარიანტებიც არის, რომლებიც უნდა განვიხილო. ოჯახისგან მოშორებით ცხოვრება მიჭირდა.
ძალიან მიმძიმს წასვლა, რადგან ამ კლუბს მიჯაჭვული ვარ. „სელტა" რთულ სიტუაციებში გვერდში მედგა", - განაცხადა ლუის ენრიკემ.
მიიჩნევა, რომ სწორედ ლუის ენრიკე გახდება კატალონიური „ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელი.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19