რუსეთის პრემიერლიგის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა განვლილი სეზონის აღმოჩენად „როსტოვში" მოასპარეზე ქართველი ლეგიონერი ჯანო ანანიძე დაასახელეს.
15 მაისს, პრემიერლიგის უკანასკნელი ტურის დღეს, რუსულმა სპორტულმა ტელე-მაუწყებლობა „ნაშ ფუტბოლმა" სეზონის აღმოჩენის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა. ხმათა უმრავლესობით ჯანო ფავორტად გამოვლინდა.
ანანიძემ მიმდინარე წელს „როსტოვს" პირველი ტიტული, რუსეთის თასი მოაპოვებინა. აღსანიშნავია, რომ „როსტოვში" განათხოვრებული ჯანო ზაფხულში მოსკოვის „სპარტაკს" დაუბრუნდება და თუ გავითვალისწინებთ მის მიერ ჩატარებულ ბრწყინვალე სეზონს, სავარაუდოა, რომ ქართველი „სახალხო გუნდის" შემადგენლობაში ადგილს დაიმკვიდრებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა გამთამაშებელმა „როსტოვის" რიგებში 22 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.