სპორტი
შაარავი ზედმეტად გვიან დაბრუნდა
ავტორი: გიორგი კინტირაია
16 მაისი, 2014. 18:02
„მილანის" თავდამსხმელი სტეფან ელ შაარავი დამწუხრებულია , რომ ტრავმამ ხელი შეუშალა მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად.
ჯანმრთელობის პრობლემების გამო ელ შაარავიმ პრაქტიკულად მთელი სეზონი გამოტოვა და დიდი ხნის შემდეგ, სერია A-ს ბოლო ტურში დაბრუნდა გუნდში. ამის გამო, ჩეზარე პრანდელიმ იგი იტალიის ეროვნულ ნაკრებში მუნდიალზე საასპარეზოდ არ გამოიძახა.
„ბოლომდე ვიცდიდი და ვცდილობდი მწვრთნელი დამერწმუნებინა, რომ ვიმსახურებდი გამოძახებას.
მინდოდა მისი ნდობა დამემსახურებინა და ბრაზილიის საგზური მომეპოვებინა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ სინამდვილეში ძალიან გვიან დავბრუნდი.
პრანდელი მელაპარაკა და ჩემი ფეხბურთის თამაშის გაგრძელება მირჩია", - განაცხადა შაარავიმ.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19