„საქართველოს საგარეო საქმეთა" მინისტრი, მაია ფანჯიკიძე დიმიტრი მედვედევის განცხადებას, აფხაზ და ოს ხალხთან რუსეთის თანასწორუფლებიანი ურთიერთობის შესახებ, ეხმიანება.
მაია ფანჯიკიძის თქმით, საქართველო არ აპირებს აყვეს მსგავსი ტიპის პროვოკაციულ განცხადებებს და საქართველოს ხელისუფლება არ ჰქონია ილუზია რომ რუსეთის რიტორიკა შეიცვლებოდა.
„მედვედევის განცახდებას აფხაზ და ოს ხალხთან თანასწორუფლებიანი ურთიერთობისთვის მზაობის თაობაზე დიდი ხანია ვუსმენთ და მინდა გითხრათ, რომ ახალი არაფერი არის. მიუხედავდ იმისა რომ საქართველო დაინტერსებულია რუსეთთან ეტაპობრივად დაარეგულიროს ურთიერთობები, ჩვენ იმ დონისთვის არ მიგვიღწევია რომელიც გამორიცხავდა ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთებას. ეს არის მომავლის საქმე. ჩვენ არც გვქონია ილუზია რომ ძალიან მოკლე ხანში რუსეთის რიტორიკა შეიცვლებოდა. პროვოკაციულ განცხადებებს არ წამოვეგებით."- აცხადებს მაია ფანჯიკიძე.