რეგიონები
დარიალის ხეობაში მთის მასა მოწყდა
ავტორი: ნათია ცუხიშვილი
17 მაისი, 2014. 11:15
ყაზბეგის გამგებელის შალვა ელოშვილის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში მთის მასა საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, მშენებარე ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყდა და მდინარე თერგი დააგუბა, რასაც სავარაუდოდ მსხვერპლი მოჰყვა.
„გამოუვალი მდგომარეობაა. ხეობა ივსება ლაფით და ტალახით. სავარაუდოდ არის მსხვერპლიც, თუმცა, დაზუსტებით ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს“, - განაცხადა შალვა ელოშვილმა.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ნუგზარ ყიფიანის განცხადებით, ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, საპატრულო პოლიციისა და სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
სამაშველო ბრიგადები გაემგზავრა თბილისიდანაც.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ინფორმაციით, შემთხვევა დარიალის ხეობაში ცოტა ხნის წინ მოხდა.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57