reportiori.ge - სოფელ ნაფარეულში ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი გაიხსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:09
რეგიონები
სოფელ ნაფარეულში ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი გაიხსნა
17 მაისი, 2014. 10:22



საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში, „ტყუპების საღვინე სახლშიქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი გახსნას დაესწრო.

 

სამუზეუმო კომპლექსი 8 მეტრიან ქვევრის ძეგლის გადა რამდენიმე დარბაზისგან შედგება, სადაც ქვევრის წარმოებისა და ქვევრში ღვინის დაყენების სრული პროცესია აღწერილი.

 

საქართველოს ღვინის დაყენების რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია აქვს; ვაზი და ღვინო ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების, კულტურის, მათ შორის არქიტექტურის, მხატვრობის, პოეზიის განუყოფელი ნაწილია. ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი საქართველოში პირველად იხსნება. ამ მუზეუმის გახსნა საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან, მოგეხსენებათ, ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი ქვევრის ღვინის დაყენების უნიკალურობაზე მიუთითებს და კიდევ ერთი გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.

 

 

ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმის დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება დააკვირდეს ქვევრის ღვინის წარმოების პროცესებს - გაჭრილ ქვევრებში ღვინის დუღილსა და დაწმენდასქვევრის დალუქვასა და გახსნას, ქვევრიდან ღვინისა და ჭაჭის ამოღებას და სხვამუზეუმში წარმოდგენილიატყუპების საღვინე სახლის“ 15-წლიანი ღვინოების კოლექცია, სხვადასხვა საარქივო ფოტომასალა და ინფორმაცია ქართული ვაზის ჯიშების, ქვევრის, მარნის, საწნახელის შესახებ.

 

 

შალვა ფიფიამ მადლობა გადაუხადა ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმის გახსნის იდეის ავტორებს, ორგანიზატორებს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ იდეის რეალიზების პროცესში და აღნიშნა, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია, როგორც მეღვინეობა-მევენახეობის, ასევე ტურიზმის და, შედეგად, ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისა და განვითარებისთვის.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016