reportiori.ge - დარიალის ხეობაში ჩამოწოლილ მეწყერში ავტომობილებია მოყოლილი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:44
რეგიონები
დარიალის ხეობაში ჩამოწოლილ მეწყერში ავტომობილებია მოყოლილი
17 მაისი, 2014. 15:53



საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დარიალის ხეობაში, მოწყვეტილ მთის მასაში რუსეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით მოძრავი ტრაილერები და ავტომობილებია მოყოლილი.  ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ "როგორც ადგილობრივები ამბობენ, ყოველ 5-6 წელიწადში ერთხელ გაზაფხულზე ხდება დევდორაკის ხეობიდან მთის მასივის გამოტანა, სამწუხაროდ წლევანდელი განსაკუთრებით მასშტაბურია".

 

ამასთანავე, საქართველოდან სომხეთში გაზის ტრანზიტი შეწყვეტილია. ავარიის მოცულობის დადგენისთვის მთის მასივის მიერ გადაკეტილი თერგის კალაპოტის და გზის გათავისუფლებაა საჭირო.

 

 

"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტექნიკა მობილიზებულია ადგილზე, თუმცა პირველ რიგში მთის მასივის მიერ გადაკეტილი თერგის კალაპოტის და გზის გათავისუფლებაა საჭირო, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ავარიის მოცულობის შეფასება. აქვეა მობილიზებული ლარსისა და დარიალის ჰესების სამშენებლო ტექნიკაც, რაც დაეხმარება სახელმწიფო უწყებებს და შესაბამის სამსახურებს გზის და კალაპოტის გაწმენდაში. ბოლო იმფორმაციით, მოწყვეტილი მთის მასაში მოყოლილია რუსეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით მოძრავი ავტოამნქანები და ტრაილერები. სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან, ხელმძღვანელი პირები ენერგეტიკის სამინისტროდან, ინფრასტურქტურის სამინისტროდან და გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან", - ნთქვამია განცხადებაში.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016