reportiori.ge - დარიალის ხეობაში მაშველებმა ცამეტი მოქალაქე გადაარჩინეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:41
რეგიონები
დარიალის ხეობაში მაშველებმა ცამეტი მოქალაქე გადაარჩინეს
17 მაისი, 2014. 17:58


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დარიალის ხეობაში ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად  მაშველებმა ცამეტი მოქალაქე გადაარჩინეს.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის ადგილზე სამაშველო ოპერაციას აწარმოებენ. ამ დროისთვის მაშველებმა დარიალჰესის მშენებლობასთან მდებარე გვირაბიდან თურქეთის რესპუბლიკის თორმეტი მოქალაქე და მეწყერის ქვეშ მოყოლილი სატვირთო ავტომანქანიდან ერთი მოქალაქე გამოიყვანეს. ცამეტივე  პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთ-ერთი მოქალაქე ფეხის მოტეხილობით ყაზბეგის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია მეორე სატვირთო ავტომანქანის მძღოლის ამოსაყვანად. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დარიალის ხეობაში იმყოფებიან და ვითარებას ადგილზე ეცნობიან. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დანაყოფები სამაშველო ღონისძიებებს აგრძელებენ", - ნათქვამია განცხადებაში.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016