reportiori.ge - პრემიერის საგანგებო საბჭოს სხდომას გიორგი მარგველაშვილიც დაესწრო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:33
რეგიონები
პრემიერის საგანგებო საბჭოს სხდომას გიორგი მარგველაშვილიც დაესწრო
17 მაისი, 2014. 19:31



საქართველოს პრეზიდენტი დარიალის ხეობაში ჩავიდა და ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად შექმნილი ვითარების დეტალებს ადგილზე გაეცნო. გიორგი მარგველაშვილმა სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებისგან მოისმინა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ხეობაში რთული მდგომარეობაა და მიუხედავად იმისა, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია, მისი შედეგების სრულად აღმოფხვრას დიდი დრო და რესურსი დასჭირდება. მისი თქმით, აუცილებელია დადგინდეს ისიც, კვლავ არის თუ არა მეწყერის ჩამოწოლის საშიშროება.

 

საქართველოს პრეზიდენტი იმ ადამიანების ბედით დაინტერესდა, რომლებიც მეწყერში მოყოლილ ავტომანქანებში ისხდნენ.

 

"ასეთი შემთხვევა 2007 წელს მოხდა, თუმცა როგორც მახსოვს, მაშინ ჩამოშლილი მიწის მონაკვეთი ნაკლები იყო. შესაბამისად, აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრას სერიოზული ძალისხმევა სჭირდება, მით უფრო, რომ ეს არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ გადავარჩინოთ დაკარგული ადამიანების სიცოცხლე. ასევე უდა მოხდეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. ამისათვის ძალზე ორგანიზებულად მუშაობს საქართველოს მთავრობა - უკვე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

სტიქიური უბედურების ადგილზე საქართველს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით  საგანგებო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ქვეყნის პირველი პირი ესწრებოდა.

 

 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016