reportiori.ge - რუსი სამხედროები ოკუპირებულ ტერიტორიას გადმოსცდნენ და 54 წლის მამაკაცი გაიტაცეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:00
კონფლიქტები
რუსი სამხედროები ოკუპირებულ ტერიტორიას გადმოსცდნენ და 54 წლის მამაკაცი გაიტაცეს
17 მაისი, 2014. 22:31



ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებიდან ადამიანების გატაცება გრძელდება.  სეპარატისტებმა სოფელ თამარაშენთან 54 წლის მამაკაცი მაშინ დააკავეს, როდესაც ის ნახირს მწყემსავდა. მისმა მეზობელმა კი გაქცევა შეძლო.

 

სოფლის გამგებელი აცხადებს, რომ მწყემსები .. საზღვარს არ მიახლოებიან და რუსი სამხედროები მათ წასაყვანად ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს თავად გადმოსცდნენ.

 

„რუსი სამხედროები „კამაზის“ ტიპის ავტომანქანებით ჩვენს სამოქმედო ტერიტორიაზე იყვნენ გადმოსულები. ისინი თავის ტერიტორიას გადმოსცდნენ, დაახლოებით, 60 - 80 მეტრით. ერთი ადამიანი გაიტაცეს, მეორე გამოიქცა. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულს რუსული მხარე ორშაბათს გაათვისუფლებს,“- განაცხადა სოფლის გამგებელმა თამაზ ბერუაშვილმა.

 

 

 


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016