თმის ბოლოები უფრო ხშირად იყოფა თუ თმა გრძელია.
თმის ბოლოების გაყოფის მიზეზებია: არაბალანსირებული კვება; A, C, E, B ვიტამინების დეფიციტი; ქიმიური დახვევა; ხშირი ღებვა ამიაკის შემცველი საღებავებით; ფენის არასწორი მოხმარება; უხარისხო სავარცხელი და ა.შ.
არსებობს ე.წ. თმის წებო, რომელიც დაბანილი მშრალი თმების ბოლოებზე ისმევა, აწებებს ორად გაყოფილ ბოლოებს და შემდეგ აწარმოებს აღდგენით პროცესს. ეფექტის მიღწევის დრო დამოკიდებულია თმების სტრუქტურაზე, მკურნალობის კურსი დაახლოებით 2-3 კვირას შეადგენს. პროცედურა ტარდება კვირაში 3-ჯერ. თუ ამ წებოს შეძენას ვერ შეძლებთ, მაშინ საჭიროა თმების გაყოფილი ბოლოების შეჭრა.
თმების ხარისხის თუ ზრდის გაუმჯობესების მიზნით გირჩევთ, შეიზილოთ თმებში მაიონეზი (არა უმეტეს 20 წუთისა, რადგან მაიონეზში შედის მდოგვი, რომელიც დიდხანს გაჩერების შემთხვევაში დააზიანებს თმებს) და შემდეგ ჩამოიბანოთ. ასეთი ნიღაბი კვებავს თმას.
გირჩევთ, შეარჩიოთ რბილი სავარცხელი, გაიკეთოთ სისხლის ანალიზი ანემიის გამოსარიცხად, მიმართოთ სტილისტს დაზიანებული ბოლოების მოსაჭრელად, პერიოდულად გაიკეთოთ მაიონეზის ნიღაბი, იკვებეთ სრულფასოვნად.