კონფლიქტები
სოფელ თამარაშენში რუსმა სამხედროებმა მწყემსი დააკავეს
ავტორი: თეო ტაბატაძე
18 მაისი, 2014. 14:39
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს, ფცას რწმუნებულის თამაზ ბერუაშვილის ინფორმაციით , რუსი სამხედროები წუხელ თავიანთი დისლოკაციის ადგილს დაახლოებით 60-80 მეტრით გამოცდნენ და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 54 წლის ოთარ ქოქოშვილმა ადმინისტრაციული საზღვარი თავად შეცდომით გადაკვეთა, ვინაიდან იქ მავთულხლართები და სხვა აღნიშვნითი ნიშნები არ არის. დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.
გატაცებულის ოჯახს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ და ჯარიმის გადახდა მოთხოვეს.
დაკავებულის გათავისუფლების მიზნით მოლაპარაკებები ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს.
12 თებერვალი, 2016. 11:05
19 დეკემბერი, 2015. 13:29
05 ნოემბერი, 2015. 12:49
29 ოქტომბერი, 2015. 12:32
13 ოქტომბერი, 2015. 14:18
26 აგვისტო, 2015. 13:42
13 აგვისტო, 2015. 12:49
04 აპრილი, 2015. 10:36
03 აპრილი, 2015. 20:10
12 მარტი, 2015. 20:18
28 თებერვალი, 2015. 15:39
21 თებერვალი, 2015. 12:07
18 თებერვალი, 2015. 18:30
17 თებერვალი, 2015. 20:02