reportiori.ge - მარკუს მეტრეველი: ნუ წივიან და ღრიალებენ სცენაზე-დაბალ ნოტებშიც ისმის მომღერლის ხმა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:56
ინტერვიუ
მარკუს მეტრეველი: ნუ წივიან და ღრიალებენ სცენაზე-დაბალ ნოტებშიც ისმის მომღერლის ხმა
19 მაისი, 2014. 14:16



მომღერალი მარკუს მეტრეველი ქართული შოუ-ბიზნესის არ არსებობას უარყოფს. ამის დასამტკიცებლად კი მსმენელს თავისი შემოქმედებიდან სიახლეებს ხშირად სთავაზობს . ამ ეტაპზე მომღერალი კლიპის გადასაღებად და ალბომის გამოსაშვებად ემზადება. 

რეპორტიორთან“ მარკუს მეტრეველი სამომავლო გეგმებზე საუბრობს:


__ მარკუს, რას საქმიანობთ ამ ეტაპზე, როგორია თქვენი დღის რეჟიმი?

_ ჩემი საქმე სიმღერაა. ვემსახურები ხელოვნებას-პოპ მუსიკას. შესაბამისად, ამ პროფესიას სჭირდება ულევი დრო, ენერგია, იმპროვიზაციის და შთაგონების წყარორომ შექმნა ახალი, საინტერესო სიმღერა. მერე ამას მოსდევსშეფუთვა“-კლიპის გადაღება, რეკლამა და ყველაფერს დიდი დრო მიაქვს. დღის რეჟიმი ძალიან დატვირთული მაქვს. ახალ სიმღერაზე როცა ვმუშაობდილა ენერგიულად იწყება: კომპოზიტორთან შეხვედრა, ტექსტის დაწერა, სტუდია, შეხვედრები, ვარჯიში, კონცერტი ან ინტერვიუ და დღე ასევე ენერგიულად მთავრდება.


__ რა ხდება თქვენთვის შთაგონების წყარო მუშაობისას?

_ შთაგონების წყაროა ის მომენტი და ემოცია, სადაც ვიმყოფები. ეს უცბად მოდის და ახალი იბადება. შთაგონების წყაროდ შეიძლება იქცეს გარემო, ადამიანი, ან თუნდაც მუსიკის გარკვეული მიმდინარეობა, საიდანაც ახალი ემოცია დაიბადება.


__ მაშინ, როცა ქართული შოუბიზნესი ფაქტობრივად არ არსებობს, ახერხებთ შოუ აქციოთ ბიზნესად?

_ მეცინება ამ გამოთქმაზე, რომ ქართული  შოუ ბიზნესი არ არსებობს. რა თქმა უნდა, არსებობს, ოღონდ-მცირე მასშტაბის. გაჭირვებულად, მაგრამ-არსებობს. უამრავი ნიჭიერი მომღერალი გვყავს, როგორ არ არსებობს? მაგრამ მისი განვითარებისთვის თანხების ჩადებაა საჭირო, მუსიკალური არხების გახსნა, კონცერტების ჩატარება...


__ რა არის თქვენი უახლოესი გეგმა, რომელზეც მიზანდასახულად მუშაობთ?

_ ჩემი სამომავლო გეგმები მასშტაბურია. ორ ახალ სიმღერაზე ვმუშაობ. ერთი ინგლისურენოვანია, მეორე კი დუეტია, ჩემთვის ახალგაზრდაროკ-დივასთან“ვაპირებ კლიპის გადაღებას. ასევე ახლოვდება ალბომის გამოშვების დრო და ვმუშაობ მის დასრულებაზე. დაგეგმილი მაქვს გასვლითი კონცერტები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. სექტემბერ-ოქტომბრისთვის კი სერიოზულად ვემზადები, რადგან მოდის სახლმა GIZI შემომთავაზა მისი გრანდიოზული ჩვენება მე გავხსნა. მათ ჩამოჰყავთ მსოფლიო ტოპ მოდელი, რომლის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ ჯერ.


__ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია თქვენი პირადი ცხოვრების დეტალები, მათ შორის ის, რომ შვილზე მეურვეობას ცდილობთ. რა სიახლეებია ამ მხრივ ?

_ სამწუხაროა რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ჩემი პირადი ცხოვების დეტალები. დამიჯერეთ, ეს ჩემთვის სასიამოვნო არ არის. რაც შეეხება ჩემს შვილებს, მხოლოდ ამ კომენტარით შემოვიფარგლები: მიყვარს და ვგიჟდები მათზე, ლუკა და ვივიენი ჩემი ცხოვრების ანგელოზები არიან!!!


__ რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ ბოლო პერიოდში, ქართულ რეალობაში?

_ საინტერესო შეკითხვაა. დავიწყებ იმით, რა არ მომწონს: არ მომწონს , რომ გახშირდა მკვლელობა, ქურდობა, რომ არაფერი ხდება შოუ-ბიზნესში, გარდა იმისა, რომ უამრავი ტელე -მუსიკალური შოუ დაიბადა. ეს უკვე შემდგარ მომღერალს არ ეხმარება. ქვეყანაში თითქმის არაფერი ხდება საინტერესო, მაგრამ ვიცი რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება და ყველაფერი კარგად იქნება. არ მომწონს ამდენი გაჭირვებული და ხელგაშვერილი ადამიანი რომ დადის ქალაქში. ყველა ბუნკერთან დგანან და ეძებენ საკვებს, ყველა შუქნიშანთან დგას გაჭირვებული და უკვე შემაწუხებელია, განა რამდენს დაეხმარები შენ ერთი? ხანდახან 3-5 ადამიანი ერთად დგას...

მომწონს რომ შენდება ახალი ტაძრები, კეთდება ახალი საბაგიროები, მომწონს რომ ხალხი უფრო ნორმალურად იმოსება, მომწონს, რომ შაბათ-კვირას ერთობიან, მომწონს, რომ ბევრი ნიჭიერი მომღერალი შეემატა ქართულ შოუ-ბიზნესს, მომწონს, რომ მალე საქართველო ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას...


__ რას ურჩევთ დამწყებ მომღერლებს, როგორ მოიკიდონ ფეხი ქართულ შოუბიზნესში?

_ პირველ რიგში ვურჩევ, რომ ინდივიდები იყვნენ. არავის მიბაძონ, საკუთარი ხედვა ჰქონდეთ. ნუ წივიან და ღრიალებენ სცენაზე-დაბალ ნოტებშიც ისმის მომღერლის ხმა, ტემბრის სილამაზე. როგორი მნიშვნელოვანიც არის მაღალი ნოტების ქონა, ასევე მნიშვნელოვანია დაბალი ნოტების შეგრძნება, რასაც აქ ყურადღებას არ აქცევენ და განწირულად კივიანმომღერლისთვის მნიშვნელოვანია სამი კომპონენტი: ხმა, იმიჯი, რეპერტუარი...


__ დაგეგმეთ ზაფხული?

_ საზაფხულოდ ვაპირებ ჯერ რამდენიმე ლამაზ სოფელში დავისვენო ერთი კვირით და მერე-საზღვარგარეთ. უკვე დაგეგმილი მაქვს, მაგრამ შეგნებულად არ გეტყვით, სად, რადგან მინდა მას გავუკეთო სიურპრიზი და აქედან არ გაიგოს, ვისთან ერთადაც ვფიქრობ დასვენებას.


__ შეყვარებული ხართ?

_ სიყვარული ჩემთვის შემოქმედებითი სტიმული და მამოძრავებელი ძალაა. ამიტომ ეს გრძნობა მუდმივად ასოცრიდება ჩემს პიროვნებასთან. კომფორტულად ვარ და თავს შესანიშნავად ვგრძნობ.


მარკუს მეტრეველი რამდენიმე წლის წინ გაიცნო ქართულმა საზოგადოებამ. საბერძნეთიდან დაბრუნებული მომღერალი ყურადღების ცენტრში განსხვავებული იმიჯის გამო მოექცა.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016