reportiori.ge - მუნდიალი 2014, გაიცანით - კოტ დ’ივუარის ნაკრები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 08:44
სპორტი
მუნდიალი 2014, გაიცანით - კოტ დ’ივუარის ნაკრები
19 მაისი, 2014. 16:31



ბრაზილიაში გასამართ 2014 წლის მუნდიალისთვის მთელი მსოფლიო ემზადება. პლანეტის პირველობაზე ერთმანეთს 32 საუკეთესო გუნდი დაუპირისპირდება. „რეპორტიორი“ წარმოგიდგენთ მათ და შევეცდებით საკმაო ინფორმაცია მოგაწოდოთ ყველა გუნდის შესახებ.

 

დღევანდელი ჩვენი სტუმარი C ჯგუფის უკანასკნელი წევრი კოტ დ’ივუარის ნაკრებია, რომელსაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად კოლუმბიის, საბერძნეთისა და იაპონიის ნაკრებებთან თამაში მოუწევს. კუტ დ’ივუარელებს საბრი ლამუში თავკაცობს, რომელსაც 2012 წლამდე, როცა ნაკრები ჩაიბარა, სამწვრთნელო გამოცდილება არ ჰქონია.

 

„სპილოები სრული დატვირთვით ბრაზილიისკენ“ - კოტ დ’ივუარელთა 2014 წლის სამუნდიალო სლოგანი.

 

შესარჩევ ჯგუფში დაუმარცხებელმა კოტ დ’ივუარის ნაკრებმა პლეი ოფში სენეგალის ნაკრებს ორმატჩია დუელში 4:2 სძლია და ბრაზილიის საგზური მოიპოვა.

 

კოტ დ’ივუარი აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებად მიიჩნევა. ამ ქვეყანაში ფეხბურთი უყვართ და ყოველწლიურად ევროპულ გუნდებს რამდენიმე ახალი ტალანტი სწორედ მათგან ემატებათ.

 

კოტ დ’ივუარის ნაკრები გამოცდილებითა და კლასით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. მათ აქამდე მხოლოდ 2-ჯერ იასპარეზეს მსოფლიო ჩემპიონატზე და ორივეჯერ ჯგუფში ჩარჩნენ. თუმცა ამის „საპატიო მიზეზი“ აქვთ, რადგან ერთხელ ჰოლანდიასა და არგენტინასთან, მეორედ კი - ბრაზილიასა და პორტუგალიასთან მოხვდნენ და მათგან სასწაულს ნამდვილად არავინ ელოდა. ახლა კი „სპილოებს“ კარგი შანსი აქვთ, C ჯგუფში მოასპარეზე ოთხივე ნაკრებს შემდეგ ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსი აქვს.

 

პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ნაკრებში მოთამაშეთა უმრავლესობა 30 წელს გადაცილებულია. რამდენიმე ფეხბურთელი ევროპული გრანდის წამყვანი მოთამაშეა, თუმცა მათსა და სხვა ფეხბურთელებს შორის ბალანსი ნაკრებში დარღვეულია.

 

ერთ-ერთი სუსტი რგოლი მთავარი მწვრთნელია, რომელმაც სულ ახლახან დაასრულა მოთამაშის კარიერა და სამწვრთნელო გამოცდილება ჯერ არ გააჩნია.

 

კიდევ ერთი პრობლემა, რომლის წინაშეც „სპილოები“ შესაძლოა დადგნენ, გუნდური თამაშის არცოდნაა. სანაკრებო თამაშებში ისინი მუდამ ინდივიდუალიზმს ანიჭებენ უპირატესობას, პლანეტის პირველობაზე, ძლიერი გუნდების წინააღმდეგ კი ამგვარი თამაში ნაკლებად გაამართლებს. ასეთ დროს, დიდი ალბათობით, ყველაფერი დროგბას დააწვება კისერზე, რომელიც უკვე 35 წლისაა და იმ „ბიზონს“ ვეღარ წარმოადგენს, რომელიც წლების წინ მთელ ევროპას აკვირვებდა.

 

საბრი ლამუშმა 2014 წლის მუნდიალისთვის 28-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა გაახმაურა:

 

მეკარეები: ბუბაქარ ბარი („ლოკერენი“), ბადრა ალი სანგარე („მიმოზასი“), მანდე საიუბა („სტაბეკი“), სილვენ გბოოუ („სან-პედრო“).

 

მცველები: სერჟ ორიე („ტულუზა“), ჯან-დანიელ აკპა-აკპრო („ტულუზა“), სოლ ბამბა („ტრაბზონი“), დიდიე ზოკორა („ტრაბზონი“), კონსტან ჯაკპა („ფ.აინტრახტი“), არტურ ბოკა („შტუტგარტი“), კოლო ტურე („ლივერპული“), ბრის ჯა ჯეჯე („მარსელი“), ოსმან ვიერა („რიზესპორი“), ბენჟამინ ანგუა („ვალანსიენი“).

 

ნახევარმცველები: იაია ტურე („მანჩესტერ სიტი“), სერეი ბიე („ბაზელი“), ჩეიკ ტიოტე („ნიუკასლი“), ისმაილ დიომანდი („სტ.ეტიენი“), რომარიკი („ბასტია“).

 

თავდამსხმელები: დიდიე დროგბა („გალათასარაი“), ჯოვანი სიო („ბაზელი“), ლასინა ტრაორე („მონაკო“), ვილფრიდ ბონი („სუონსი“), სეიდუ დუმბია („ცსკა“), სოლომონ კალუ („ლილი“), ჟერვინიო („რომა“), დიდიე ია კონანი („ჰანოვერი“), მაკს გრედელი („სტ.ეტიენი“).

 

ვინაიდან, „სპილოების“ თავკაცს საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობა არ გამოუცხადებია, გთავაზობთ ჩვენი წარმოდგენით შემდგარ კოტ დ’ივუარის ნაკრების ძირითად შემადგენლობას:

 

 



კოტ დ’ივუარის ნაკრები 4-3-3 ტაქტიკით იასპარეზებს. კარს უდავოდ ბუბაქარ ბარი დაიცავს.

 

ცენტრალურ დაცვის ხაზში კოლო ტურეს ხილვა ნათელია, მისი მეწყვილე კი სავარაუდოდ ბამბა იქნება, თუმცა შესაძლებელია მოედანზე ანგუა ან ვიერა ვიხილოთ.

 

მარცხენა ფლანგზე არტურ ბოკა უკონკურენტოა. მარჯვენა ფლანგს ორიე გააკონტროლებს.

 

„სპილოები“ დაცვითი პოზიციების გასაძლიერებლად ორი საყრდენით ასპარეზობენ. ამ პოზიციებზე სავარაუდოდ რომარიკი და ზოკორა განთავსდებიან. შემტევ ნახევარმცველოად, ალბათ არავის გაუკვირდება იაია ტურეს ხილვა, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ ერთ-ერთი ლიდერია.

 

წინა ხაზი კოტ დ’ივუარს ნამდვილად დამაჯერებელი ჰყავს. ფლანგებიდან ჟერვინიოსა და კალუს დახმარებით, შეტევებს დროგა დააგვირგვინებს. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა მოედანზე ტანმაღალი ლასინა ტრაორე ვიხილოთ, რომელსაც გოლების გატანა არც ერთ მეტოქესთან არ უჭირს.

 

შეგახსენებთ, კოტ დ’ივუარი C ჯგუფში საბერძნეთის, კოლუმბიისა და იაპონიის ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებს.

 

კოტ დ’ივუარის ნაკრების კალენდარი ჯგუფურ ეტაპზე:

 

15 ივნისი   05:00  კოტ დ’ივუარი - იაპონია  (რესიფე)

19 ივნისი   20:00  კოლუმბია - კოტ დ’ივუარი  (ბრაზილია)

 

24 ივნისი   00:00  საბერძნეთი - კოტ დ’ივუარი  (ფორტალეზა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016