reportiori.ge - შსს-მ ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:53
სამართალი
შსს-მ ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ავტორი:
22 აგვისტო, 2013. 12:01

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ბექა ვ. საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: „ბუპრენორფინი"-ს აბის ნაფხვენი და 50 აბი „ტრამადოლი". გამოძიებამ დაადგინა, რომ ბექა ვ-მ ნარკოტიკები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიიდან ჩამოიტანა.

ნარკოლოგიური შემოწმებით, ბრალდებულს „ოპიუმი"-ს ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებისმოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016