ყაზახეთში მდებარე სოფელ კალაჩიში გავრცელებულმა ე.წ. „ძილის ეპიდემიამ“ ადგილობრივი ექიმები ჩიხში შეიყვანა. უცნობმა დაავადებამ უკვე დააიმფიცირა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებსაც ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონიათ. პაციენტებს ანალოგიური ჩივილები აქვთ: სისუსტე, თავბურსხვევა გულის წასვლა, მუდვივად ძილის სურვილი, მეხსიერების ნაწილობრივ დაკარგვა და ჰალუცინაციები.
„როდესაც პაციენტი იღვიძებს, მას არაფერი ახსოვს. ყველას ერთი და იგივე სიმპტომები აწუხებს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - ჩვენ ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი დღემდე არ ვიცით. ვერაფრით დავადგინეთ, ერთსა და იმავე ოჯახში რატომ სძინავს რომელიმე წევრს 2-დან 6 დღემდე, როცა სხვები ამ დროს სრულიად ნორმალურად გრძნობენ თავს“, - ამბობს ექიმი ესილ კაბდრაშიტ ალმაგამბეტოვი.
ძილის დაავადების პირველი შემთხვევა კალაჩიში 2013 წლის მარტში დაფიქსირდა. მაშინ დახმარებისთვის საავადმყოფოს 14-დან 70 წლამდე ასაკის ათამდე ადამიანმა მიმართა. ბოლო შემთხვევა დეკემებერში მოხდა, როდესაც ერთდროულად 12 ადამიანს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა. ადგილობრივთა თქმით, დაავადება დათბობასთან ერთად იჩენს თავს. სანიტარული სამსახურის მუშაკებმა და ექიმებმა პაციენტებს თავის ტვინის დაზიანება ვერ აღმოუჩინეს. სოფლის მაცხოვრებლები უჩვეულო მოვლენას ახლოს მდებარე ურანის მაღაროებს უკავშირებენ, სადაც მუშაობა 30 წლის წინ შეჩერდა. თუმცა, ექსპერტებს ამ კავშირის დამამტკიცებელი საბუთი არ აქვთ.