reportiori.ge - 5 ყველაზე უცნაური საფეხბურთო წყევლა (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 08:20
სპორტი
5 ყველაზე უცნაური საფეხბურთო წყევლა (ვიდეო)
19 მაისი, 2014. 17:45



როგორც მოგეხსენებათ, ლისაბონის „ბენფიკამ“ „სევილიასთან“ ფინალურ მატჩში მარცხი განიცადა, რამაც მთელი მსოფლიო ბელა გუტმანის წყევლაზე აალაპარაკა.

 

გასული კვირის მთავარი მოვლენა ევროპის ლიგის ფინალური დაპირისპირება გახლდათ, სადაც პენალტების სერიაში „სევილიამ“ „ბენფიკა“ დაამარცხა. პორტუგალიელებმა გამარჯვება ევროტურნირების ფინალურ მატჩში მერვედ დათმეს. ახლა „ბენფიკას“ პრობლემებს უფრო აქტიურად განიხილავენ მისტიკის თვალსაზრისით, ვიდრე რაციონალური ანალიზით. საქმე იმაშია, რომ ეს მარცხი გაგრძელებაა იმ წყევლის, რომელიც ლისაბონურ კლუბს მისმა ყოფილმა მწვრთნელმა ბელა გუტმანმა დაადო. „რეპორტიორი“ გთავაზობთ გავიხსენოთ ცნობილი საფეხბურთო მითები, რომლებიც მრავალი წელია კლუბებს წარმატებაში ხელს უშლიან.

 

„სისხლის წყევლა“ - კრუს ასული

 

„კრუს ასული“ მექსიკის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, თუმცა ბოლო დროს გუნდს ეროვნულ პირველობაზე ყველაფერი კარგად არ აქვს. ბოლოს „ლურჯები“ ჩემპიონები 1997 წელს გახდნენ და გულშემატკივართა აზრით, სწორედ ამ დროს დაადო ტიტულმა კლუბს წყევლა. იმ დროს, მექსიკის ჩემპიონი ოლიმპიური სისტემით ვლინდებოდა, ფინალურ მატჩში კი „კრუს ასული“ გუანახატოს შტატის წარმომადგენელ გუნდ „ლეონს“ დაუპირისპირდა.

 

პირველ მატჩში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, საპასუხო მატჩშიც ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე „ლეონის“ მეკარე ანხელ კომიცომ მეტოქის თავდამსხმელის, კარლოს ერმოსილიოს წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია იმით. კარის დარაჯმა ფორვარდს სახეში ფეხი დაარტყა. დასისხლიანებულმა ერმოსილიომ უარი განაცხადა ექიმების დახმარებაზე და თავად გადაწყვიტა პენალტის დარტყმა. მან მოახერხა 11-მეტრიანის რეალიზება და „კრუს ასული“ მერვედ გახდა მექსიკის ჩემპიონი.

 

თუმცა ის ფაქტი, რომ 1997 წლიდან კლუბს ეს წარმატება არ გაუმეორებია, ამასთანავე დამარცხდა ბოლო წუთებზე ჩემპიონთა ლიგის ადგილობრივი ანალოგის ფინალში და კოპა ლიბერტადორესის ფინალში, გულშემატკივრებს აძლევს იმის საბაბს, რომ თავი დაწყევლილებად იგრძნონ. „სისხლით დაწყევლილებად“ თავიანთ თავს „ლეონის“ გულშემატკივრებიც თვლიდნენ, რომელთა კლუბიც 2002 წელს მექსიკის უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა, მაგრამ გასულ წელს ამ გუნდმა მორიგი ტიტული მოიპოვა და წყევლისგან თავი იხსნა.

 

„ბირმინგემ სიტი“ და ბოშები

 

უსიამოვნო მისტიური ტვირთისგან ახლახან განთავისუფლდა „ბირმინგემ სიტი“. 2006 წელს 2006 წელს გაუვიდა ვადა წყევლას, რომელიც „ქალაქელებს“ ადგილობრივმა ბოშებმა დაადეს. საქმე იმაშია, რომ 1906 წელს კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ახალ სტადიონზე გადასვლა. ახალი არენის ადგილმდებარეობად ქალაქის ის ნაწილი შეურჩევიათ, სადაც ბოშები იყვნენ დაბანაკებულნი. ამგვარი მოქმედება ბოშებმა კლუბს არ აპატიეს და 100 წლიანი წყევლა დაადეს - საუკუნის განმავლობაში, გუნდმა ვერ მოახერხა ვერც ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება, ამასთანავე ორჯერ დამარცხდა ინგლისის თასის ფინალში.

 

„ბირმინგემ სიტი“ უფრო მეტად სხვა ფაქტმა დააზარალა. ბოშების წყევლა შეეხო არა მარტო კლუბის წარმატებას, არამედ ახალ სტადიონ „სენტ ენდრიუსს“. როგორც ფეხბურთელებმა გაყარეს ბოშები, ზუსტად ასე მოუწია გუნდს რამდენჯერმე გადაბარგება. განსაკუთრებით მიმზიდველად გამოიყურება მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ისტორია, როცა ერთ-ერთი გამოთაყვანებული მეხანძრე, „სენტ ენდრიუსის“ ცენტრალურ ტრიბუნაზე(!), მაყალის ჩაქრობას(!!) ბენზინით სავსე ვედრით შეეცადა(!!!). წყევლის ზემოქმედებისა ან ადამიანური შეცდომის წყალობით, სტადიონის რემონტის გამო „ბირმინგემი“ დიდი ხნის მანძილზე მტრის „ვილა პარკზე“ თამაშობდა.

 

ბოშათა წყევლისგან განთავისუფლებას „ბირმინგემ სიტის“ არაერთი მენეჯერი ცდილობდა. მაგალითად, რონ სონდერსმა გასცა ბრძანება სტადიონზე ჯვრის ფორმის პროჟექტორები განეთავსებინათ, ბარი ფრაი კი ნათელმხილველის რჩევით, ყოველი მატჩის წინ საფეხბურთო მოედნის ოთხივე კუთხეში შარდავდა. ყველას გასაკვირვად, „ქალაქელებს“ ამანაც ვერ უშველა და ბოშათა წყევლა კლუბს მხოლოდ ვადის გასვლის შემდეგ მოსცილდა: 2011 წელს ალექს მაკლიშის თავკაცობით, კლუბმა ინგლისის თასი მოიპოვა.

 

„დერბის“ წყევლა

 

საფეხბურთო კლუბ „დერბი ქაუნთის“ წყევლა „ბირმინგემ სიტისას“ ძალიან ჰგავს. მათ შემთხვევაშიც სტადიონის განთავსებამ ბოშათა შევიწროვება გამოიწვია, მაგრამ ახლა, წყევლა გაცილებით მძიმე აღმოჩნდა: „დერბი ქაუნთმა“ ვერასდროს ვერ უნდა მოიგოს ინგლისის თასი. 1896 წლიდან 1903 წლამდე, კლუბმა 6-ჯერ ითამაშა უძველესი საფეხბურთო ტურნირის ნახევარფინალში, თუმცა გამარჯვება მაინც ვერ მოიპოვა.

 

ამიტომაც, როცა ომის შემდეგ, პირველად გავიდა „დერბი“ ინგლისის თასის ფინალში, „ცხვრების“ ხელმძღვანელობა სრული სერიოზულობით მოეკიდა ამ პრობლემას. „ჩარლტონთან“ დაპირისპირების წინ, კლუბის წარმომადგენლები შეხვდნენ ბოშებს და მათთან საერთო ენა გამონახეს. გასაოცარია, მაგრამ როცა ანგარიში 1:1 გახლდათ, ბურთი გასკდა, „დერბის“ ფეხბურთელებმა ეს კარგ ნიშნად მიიღეს და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს. ამის შემდეგ, „ცხვრებს“ წყევლა აღარ აწუხებს.

 

„ეშმაკი“ კალიში

 

კოლუმბიურ „ამერიკას“ შეგვიძლია ლათინოამერიკული „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვუწოდოთ. ამ ორ გუნდს ძალიან ბევრი რამ აკავშირებს: ორივე მათგანი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანები არიან თავიანთ კონტინენტზე, ორივე კლუბს „წითელ ეშმაკებს“ უწოდებენ და მათი სიმბოლიკა ჰგავს ერთმანეთს.

 

საერთო ჯამში, მსგავსებები ამით სრულდება, რადგან „მანიუ“, „ამერიკელთანაგ“ განსხვავებით, არასდროს აქცევდა დიდ ყურადღებას ცრურწმენებს.  1948 წელს „ამერიკის“ გაკოტრებული თანამეწილე ბენჟამინ ურეა ცდილობდა დაერწმუნებუნა კოლეგები არასწორ ქმედებაში და კლუბი შემდეგი სიტყვებით დატოვა: „რაც გინდათ ის უქენით გუნდს, მაგრამ ღმერთს გეფიცებით, იგი ვერასდროს გახდება ჩემპიონი“. კოლუმბიელებზე ეს წყევლა 1979 წლამდე მოქმედებდა, როცა „ამერიკამ“ თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. 6 წლის შემდეგ, გულშემატკივრები წყევლის დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ: 1985-დან 1987 წლამდე კოლუმბიურმა კლუბმა სამჯერ ითამაშა კოპა ლიბერტადორესის ფინალში და სამივეჯერ დათმო ტიტული. აღსანიშნავია ისიც, რომ მესამე ფინალში, „წითელმა ეშმაკებმა“ გოლი დამატებული დროის ბოლო წუთზე გაუშვეს.

 

კოლუმბიელთა იმედგაცრუება იმდენად დიდი იყო, რომ მათ გადაწყვიტეს სიმბოლიკის შეცვლა - ეშმაკი არც ისე კარგად მოქმედებდა კლუბის იმიჯზე. სასაცილოა, მაგრამ 2010 წელს ორიგინალური სიმბოლოს დაბრუნებისთანავე, გუნდი გაღარიბდა. წყევლა ცოცხლობს.

 

 

 

აფრიკელი ჯადოქარი და ავსტრალიური უბედურებები

 

 

ყველაზე საოცარი წყევლა ავსტრალიის ნაკრებს დაეკისრა. 1974 წელს, მექსიკაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის კარზე, ზიმბამბვეს გუნდთან თამაშის წინ, თავის ძალებში დაურწმუნებელმა ავსტრილებემა ნამდვილ ჯადოქარს მიმართეს. პროფესიონალმა ჯადოქარმა მოედანზე, მეტოქის კართან, ნამდვილი ძვლები დამარხა. ავსტრალიის ნაკრებმა მარტივად სძლია აფრიკელებს. ამის სანაცვლოდ მათ 1000 ფუნტის გადახდაღა ჰქონდათ დარჩენილი. ფეხბურთელებს ჯადოქრისთვის მისაცემი ფილი არ ეყოთ, ამიტომაც წყევლა მათაც დაეკისრათ. შემდეგ მუნდიალზე ავსტრალიელებმა ვერც ერთი გოლის გატანა ვერ შეძლეს, ამის შემდეგ კი, მხოლოდ 2006 წელს შეძლეს მსოფლიო ჩემპიონატზე გაღწევა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016