მომღერალი მარკუს მეტრეველი „რეპორტიორთან“ ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს:
“არ მომწონს , რომ გახშირდა მკვლელობა, ქურდობა, რომ არაფერი ხდება შოუ-ბიზნესში, გარდა იმისა, რომ უამრავი ტელე მუსიკალური შოუ დაიბადა. ეს უკვე შემდგარ მომღერალს არ ეხმარება. ქვეყანაში თითქმის არაფერი ხდება საინტერესო, მაგრამ ვიცი რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება და ყველაფერი კარგად იქნება. არ მომწონს ამდენი გაჭირვებული და ხელგაშვერილი ადამიანი რომ დადის ქალაქში. ყველა ბუნკერთან დგანან და ეძებენ საკვებს, ყველა შუქნიშანთან დგას გაჭირვებული და ეს უკვე შემაწუხებელია, განა რამდენს დაეხმარები შენ ერთი? ხანდახან 3-5 ადამიანი ერთად დგას...
მომწონს რომ შენდება ახალი ტაძრები, კეთდება ახალი საბაგიროები, მომწონს რომ ხალხი უფრო ნორმალურად იმოსება, მომწონს, რომ შაბათ-კვირას ერთობიან, მომწონს, რომ ბევრი ნიჭიერი მომღერალი შეემატა ქართულ შოუ-ბიზნესს, მომწონს, რომ მალე საქართველო ხელს მოაწერსასოცირების ხელშეკრულებას...”
მარკუს მეტრეველი მალე ახალ ალბომს გამოუშვებს, სექტემბერში კი მოდის სახლ GIZI-ს ჩვენებას გახსნის, მსოფლიო ტოპ მოდელთან ერთად, რომლის ვინაობას ჯერ არ ამხელს.