reportiori.ge - უმაღლესი ლიგის 2013/2014 წლების სეზონი დასრულდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 08:42
სპორტი
უმაღლესი ლიგის 2013/2014 წლების სეზონი დასრულდა
19 მაისი, 2014. 18:47



17 მაისს, საქართველოს უმაღლესი ლიგის 2013/2014 წლების სეზონი დასრულდა. კლუბებმა ექვსეულის უკანასკნელი მატჩები ჩაატარეს და გამოვლინდა, თუ ვინ იასპარეზებს ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებზე.

 

„დინამო“ თბილისი - „მეტალურგი“ რუსთავი  2:0

 

თბილისის „დინამომ“ „დინამო არენაზე“ რუსთავის „მეტალურგი“ მიიღო და ჩისკოს გოლების წყალობით, 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ 68 ქულით პირველ ადგილზე მყოფმა თბილისელებმა თასი ასწიეს და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის საშუალება მოიპოვეს. რუსთავის „მეტალურგი“ 45 ქულით ზედა ექვსეულის მეხუთე ადგილზე გავიდა და მშვიდად დაელოდება მომავალ სეზონს.

გოლები: ჩისკო (19’ 58’)

 

„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „სიონი“ ბოლნისი  0:0

 

„ზესტაფონმა“ ბოლნისის „სიონი მიიღო. მატჩი უგოლოს - 0:0 დასრულდა. იმერლები 62 ქულით მეორე ადგილზე გავიდნენ და ევროლის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებენ. ბოლნისურმა კლუბმა 55 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამას სეზონის დასაწყისში ალბათ არავინ წარმოიდგენდა. „სიონი“ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იბრძოლებს.

 

„გურია“ ლანჩხუთი - „ჩიხურა“ საჩხერე  3:2

 

ლანჩხუთელებმა „ჩიხურას“ უმასპინძლეს და გამარჯვებაც მოიპოვეს - 3:2, თუმცა მიუხედავად ამისა, „გურია“ 36 ქულით ზედა ექვსეულის ფსკერზე დარჩა, „ჩიხურა“ კი 46 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა და „სიონთან“ ერთად ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

გოლები: ზურაბ ძამსაშვილი (17’), ვილი ისიანი (35’, 77’), ნიკა კვასხვაძე (67’), დავით ოდიკაძე (79’)

 

„მერანი“ მარტვილი - „ტორპედო“ ქუთაისი  0:1

 

დასრულდა ქვედა ექვსეულის მატჩებიც. ქუთაისის „ტორპედომ“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა -0:1. იმერლებმა ქვედა ექვსეულის პირველი ადგილი 48 ქულით დაიკავეს, მარტვილელებმა კი, 22 ქულით, სატურნირო ცხრილის ფსკერზე დაასრულეს სეზონი.

გოლი: თენგიზ ჩიკვილაძე (7’)

 

„ვიტ ჯორჯია“ თბილისი - „სპარტაკი“ ცხინვალი  0:1

 

„ვიტ ჯორჯიამ“ საკუთარ კედლებში ცხინვალის „სპარტაკს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა. თბილისელები 45 ქულით ქვედა ექვსეულის მეორე ადგილზე დარჩნენ, „სპარტაკმა“ კი, 40 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.

გოლი: ვაკო თევდორაძე (28’)

 

„დილა“ გორი - „ზუგდიდი“ ზუგდიდი  0:1

 

გორის „დილამ“ „ზუგდიდი“ მიიღო. მეგრელებმა მინიმალური ანგარიშით სძლიერ მეტოქეს - 0:1. უმაღლესი ლიგის უკანასკნელი მატჩების შემდეგ, გორელები 41 ქულით ქვედა ექვსეულის მესამე ადგილზე, ზუგდიდელები კი, 36 ქულით, ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016