reportiori.ge - კრისტი ყიფშიძე: მამაკაცთან სასიყვარულო ურთიერთობის კომპლექსი ნამდვილად გამიჩნდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:20
ყვითელი
კრისტი ყიფშიძე: მამაკაცთან სასიყვარულო ურთიერთობის კომპლექსი ნამდვილად გამიჩნდა
19 მაისი, 2014. 19:56



მოდელი კრისტი ყიფშიძე ერთ -ერთი წარმატებული პერსონაა ქართული მოდის ისტორიაში. კრისტი დღესაც არ კარგავს აქტუალურობას პოდიუმზე თუ გადასაღებ მოედანზე. მისი წარმატების საიდუმლო სილამაზესთან და პროფესიონალიზმთან ერთად ალბათ ნაკლებ კომპლექსებშია

კრისტი ყიფშიძე: „ძალიან უკომპლექსო ვარ, ვმუშაობ ჩემს თავზე, რადგან არ მინდა, კომპლექსები მქონდეს. მორცხვი არ ვარ. ერთ-ერთმა სარეკლამო რგოლმა, რომელშიც ქუჩაში საცურაო კოსტიუმით დავდივარ, დიდი ამბავი გამოიწვია. ჩემთვის კი ქუჩაში ასე სიარული ძალიან ორგანული იყო, ბოლოს და ბოლოს, ამდენი წელია პოდიუმზე ვდგავარ, ჩვენებების დროს კულისებში სულ ვიღაცების თანდასწრებით მიწევს გახდა-ჩაცმა, წამებში უნდა მოვასწრო გამოცვლა, რომ მაყურე-ბლის წინაშე ახალი სამოსით წარვდგე. თუ იმაზე ვიფიქრე, მიყურებენ და ვერ გამოვიცვლი-მეთქი, ვერაფერს მოვასწრებ. ერთადერთი - ვერ ვიტან პაპარაცებს და ძალიან ბოროტი ვხდები მათთან მიმართებით.

 

სიმორცხვე არ მაწუხებს, მაგრამ მამაკაცთან ურთიერთობის, სასიყვარულო ურთიერთობის კომპლექსი კი ნამდვილად გამიჩნდა, ალბათ იმიტომ, რომ პირადი ცხოვრების აწყობა არ გამომდის. ეს გარკვეულწილად ალბათ ჩემი ბრალიცაა, რადგან ძალიან ძლიერი ვარ და ჯერ ვერ ვნახე ისეთი მამაკაცი, რომელთანაც თავს სუსტად ვიგრძნობ.“

 

კრისტი ყიფშიძემ  თავი სხვა პროფესიებშიც გამოსცადა, მათ შორის ტელე თუ რადიო წამყვანად. თუმცა ნომერ პირველ პროფესიად მისთვის მოდელობა რჩება.

 



წყარო: ჟურნალი "რეიტინგი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016