მოდელი კრისტი ყიფშიძე ერთ -ერთი წარმატებული პერსონაა ქართული მოდის ისტორიაში. კრისტი დღესაც არ კარგავს აქტუალურობას პოდიუმზე თუ გადასაღებ მოედანზე. მისი წარმატების საიდუმლო სილამაზესთან და პროფესიონალიზმთან ერთად ალბათ ნაკლებ კომპლექსებშია.
კრისტი ყიფშიძე: „ძალიან უკომპლექსო ვარ, ვმუშაობ ჩემს თავზე, რადგან არ მინდა, კომპლექსები მქონდეს. მორცხვი არ ვარ. ერთ-ერთმა სარეკლამო რგოლმა, რომელშიც ქუჩაში საცურაო კოსტიუმით დავდივარ, დიდი ამბავი გამოიწვია. ჩემთვის კი ქუჩაში ასე სიარული ძალიან ორგანული იყო, ბოლოს და ბოლოს, ამდენი წელია პოდიუმზე ვდგავარ, ჩვენებების დროს კულისებში სულ ვიღაცების თანდასწრებით მიწევს გახდა-ჩაცმა, წამებში უნდა მოვასწრო გამოცვლა, რომ მაყურე-ბლის წინაშე ახალი სამოსით წარვდგე. თუ იმაზე ვიფიქრე, მიყურებენ და ვერ გამოვიცვლი-მეთქი, ვერაფერს მოვასწრებ. ერთადერთი - ვერ ვიტან პაპარაცებს და ძალიან ბოროტი ვხდები მათთან მიმართებით.
სიმორცხვე არ მაწუხებს, მაგრამ მამაკაცთან ურთიერთობის, სასიყვარულო ურთიერთობის კომპლექსი კი ნამდვილად გამიჩნდა, ალბათ იმიტომ, რომ პირადი ცხოვრების აწყობა არ გამომდის. ეს გარკვეულწილად ალბათ ჩემი ბრალიცაა, რადგან ძალიან ძლიერი ვარ და ჯერ ვერ ვნახე ისეთი მამაკაცი, რომელთანაც თავს სუსტად ვიგრძნობ.“
კრისტი ყიფშიძემ თავი სხვა პროფესიებშიც გამოსცადა, მათ შორის ტელე თუ რადიო წამყვანად. თუმცა ნომერ პირველ პროფესიად მისთვის მოდელობა რჩება.
წყარო: ჟურნალი "რეიტინგი"