reportiori.ge - ამერიკელმა ჟურნალისტმა რუსეთის ხელისუფლება ჰომოფობიაში ამხილა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 14:21
მსოფლიო
ამერიკელმა ჟურნალისტმა რუსეთის ხელისუფლება ჰომოფობიაში ამხილა
ავტორი:
22 აგვისტო, 2013. 12:15

ამერიკელმა ჟურნალისტმა, ჯეიმს კერჩიკმა რუსეთში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის ამკრძალავი კანონი გააპროტესტა და ქვეყნის ხელისუფლება ჰომოფობიაში დაადანაშაულა.

ჟურნალისტი ეთერში ბრედლი მენინგის გასამართლების თემის განხილვისთვის მიიწვიეს, თუმცა ჟურნალისტმა ტელეკომპანია „კრემლის პროპაგანდის ინსტრუმენტად მოიხსენია" და აღნიშნა, რომ რუსული მედია ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ კანონს არაჯეროვნად აშუქებს.

„მე არ მაინტერესებს ბრედლი მენინგზე საუბარი. მე მინდა ვისაუბრო საშინელ ჰომოფობიაზე რუსეთში. ჩვენ არ ვაპირებთ გავჩუმდეთ პუტინის საშინელი რეპრესიბის წინაშე. თქვენ პირდაპირ კრემლი გაფინანსებთ. თქვენ გაქვთ 24 საათი იმისთვის, რომ აშშ-ზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელოთ და რუსეთში მიმდინარე მოვლენების იგნორირება მოახდინოთ",-განაცხადა ჟურნალისტმა.

მოგვიანებით ტელეკომპანიის წამყვანმა მაყურებელს მოუბოდიშა და განმარტა, რომ მოწვეული ჟურნალისტი ეთერიდან იმიტომ მოხსნეს, რომ იგი გადაცემის მთავარ თემაზე არ საუბრობდა და თავისი შეხედულებების გამოხატვას ცდილობდა.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016