reportiori.ge - „ალია“: ახლა გვჭირდებით, თუნდაც სიმბოლური ერთი ლარით გამოხატოთ თქვენი პოზიცია, ერთად შემოვულაწუნოთ დაბრმავებულ სასამართლოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:29
მედია
„ალია“: ახლა გვჭირდებით, თუნდაც სიმბოლური ერთი ლარით გამოხატოთ თქვენი პოზიცია, ერთად შემოვულაწუნოთ დაბრმავებულ სასამართლოს!
ავტორი: რეპორტიორი
19 მაისი, 2014. 23:33



„ვისაც გწამთ ჩვენი და გჯერათ!!!“ - გაზეთი „ალია“ აქვეყნებს მიმართვას და მოუწოდებს ყველას თანადგომისა და მხარდაჭერისკენ:

წლებია, „ალია“-„ქრონიკასუამრავი ფსიქოლოგიური, მორალური, ფიზიკური ზეწოლისა თუ ფინანსური მარწუხებისა და წნეხის ქვეშაც კი არ გადაუხვევია მთავარი პრინციპისთვისარასოდეს უთქვამს თეთრზე, შავიაო! ამიტომაც დაგვსაჯეს და ჩვენი პრინციპულობა, სიმართლე 53500 ლარი დაგვისვეს („ფრესკოს“ „აყროლებული ქათმისსტატია კი 6500 ლარად შეგვიფასეს)! გაზეთისთვისაა ეს დიდძალი თანხა, თორემ ზოგიერთისთვის ერთი თვის პრემიაა. სამართლებრივად, პროტესტის სხვა ყველანაირი ფორმის გამოხატვითაც კი, აყროლებული ქათმებითაც რომ გავავსოთ დაბრმავებული ქართული სამართალი, ან კუბლაშვილი თავის მოსამართლეებიანად (თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი, მაია ბაქრაძე, ვანო წიკლაური, თამაზ ურთმელიძე) – განაჩენი არ შეიცვლება, საბოლოოა და თანაც უტიფრად თავხედურიგასაჩივრებას აღარ ექვემდებარებაო. რადგან სიმართლის თქმისთვის ფულს გვთხოვენ, იძულებული ვხდებით, ქართულ ისტორიაში გაზეთისთვის უპრეცედენტო ჯარიმის გადასახდელადთიბისი ბანკშისპეციალური ანგარიში გავხსნათ:

GE30TB7568636020100001

ყველას, ყველას, ყველას, ვისაც გწამთ ჩვენი და გჯერათ, რომ ორ ათწლეულზე მეტია, „ალია“-„ქრონიკასსიმართლე ტყუილად არ უწერია, დაჩაგრულის დასაცავად ტყუილად არ უბრძოლია! ახლა გვჭირდებით, რომ თუნდაც სიმბოლური ერთი ლარით გამოხატოთ თქვენი პოზიცია, ერთად შემოვულაწუნოთ ქართულ, გამომძალველ, დაბრმავებულ სასამართლოს, ვინძლო გამოფხიზლდეს.

რა მნიშვნელობა აქვს, ვის მხარესაა სიმართლე, უკვე მთავარია, ვის უჭირავს იარაღი, ან ფული - წერს „ახლია“.

 

 

 

"რეპორტიორის" მინაწერი:

 

1. "რეპორტიორის" ჟურნალისტური კოლექტივი სოლიდარობას უცხადებს გაზეთ „ალიას“ და აცხადებს: ჩვენ არამარტო მხარს ვუჭერთ ალიელებს, არამედ მათ წინააღმდეგ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიას განვიხილავთ, როგორც ჩვენი-"რეპორტიორის" წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიას. აქედან გამომდინარე, უფლებას ვიტოვებთ კანონისა და ჟურნალისტიკის აღიარებული ეთიკური ნორმების დაცვით პასუხი გავცეთ მავანს და მავანს!

2. „რეპორტიორი“ მდიდარი არ არის, მაგრამ ჩვენ მოვახერხებთ "ალიას" მხარდასაჭერ საბანკო ანგარიშზე სიმბოლური თანხის გადარიცხვას!

3. დღეიდან  „რეპორტიორის“ არცერთი თანამშრომელი „ფრესკოს“ პროდუქციას არ იყიდის.

4. მოვუწოდებთ საქართველოს ჟურნალისტურ ოჯახს: მხარი დავუჭიროთ და გვერდში დავუდგეთ გაზეთ "ალიას", რომელსაც ებრძვიან იმიტომ, რომ იგი იცავს თავისი მკითხველების, ანუ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს.

 

"რეპორტიორის" კოლექტივის სახელით-

გიორგი მამაცაშვილი,

გენერალური დირექტორი.

19 მისი, 2014 წ.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016