reportiori.ge - მთავარმა პროკურორმა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტში შეხვედრები გამართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:24
პოლიტიკა
მთავარმა პროკურორმა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტში შეხვედრები გამართა
ავტორი:
17 ივლისი, 2013. 14:39

საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტში შეხვედრები გამართა. მთავარი პროკურორი ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო საკითხთა ოფისის წარმომადგენელს მარკუს ბუშს, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის რეგიონალურ და ევრაზიის დირექტორებს ფეი ერანშტამსა და ქეთრინ ნიუკომბს შეხვდა. 

არჩილ კბილაშვილი დელეგაციის სხვა წევრებთან, უმრავლესობის წარმომადგენლებთან, ირაკლი ჩიქოვანთან და დავით ონოფრიშვილთან ერთად, კონგრესმენ სტივ შაბოთსაც შეხვედა. შეხვედრებისას საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

 „მე, როგორც მთავარმა პროკურორმა, იმ მნიშვნელოვან ტენდენციებსა და რეფორმებზე ვისუაბრე, რაც ამ სფეროში ხორციელდება. მათი მხრიდან არსებობს თანამშრომლობის დიდი სურვილი "- განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, ეს შეხვედრები იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ამერიკელ პარტნიორებს პირველწყაროდან მიეწოდებათ ინფორმაცია საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე.

 „ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში არიან ადამიანები, რომლებიც  საქართველოს ბედით არიან დაინტერესებულ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თვალს ადევნებენ. ჩვენი მიზნაია, ისინი სწორად იყვნენ ინფორმირებულები "-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა კონგრესმენ სტივ შაბოთთან (Steve Chabot) გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, აშშ-ში საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი 16 ივლისს დაიწყო და რამდენიმე დღეს გასტანს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები   ამერიკის კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტში, ასევე ადგილობრივი მედიისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან მართავენ შეხვედრებს .

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016