reportiori.ge - გიორგი მარგველაშვილი კახეთში შეხვედრებს განაგრძობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 20:00
რეგიონები
გიორგი მარგველაშვილი კახეთში შეხვედრებს განაგრძობს
ავტორი:
22 აგვისტო, 2013. 12:49

კოალიცია „ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მეორე დღეა კახეთში შეხვედრებს მართავს.

მარგველაშვილი  კაბალში მცხოვრებ ადგილობრივ  მოსახლეობას სოფლის მეურნეობის მინისტრ შალვა ფიფიასთან ერთად შეხვდა და მათ პრობლემები მოისმინა. პრეზიდენტობის კანდიდატი შეკრებილებს ადგილობრივმა იმამმა წარუდგინა.

გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები გააცნო და არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

„სექტემბრის შუა რიცხვებიდან  ძალაში შედის  კანონი კოოპერატივების შესახებ. გლეხები ერთმანეთს უნდა ენდოთ და შექმნათ  კოოპერატივი, რათა რეალურად საქართველო თითო კაცი კი არ იყოს, არამედ თქვენი ყველას ერთობა.  იმისთვის რომ სოფელი გაძლიერდეს ყველა უნდა გაერთიანდეთ, მოგიწოდებთ 27 ოქტომბერს აქტიურობისკენ , რომ თქვენმა შვილებმა ძლიერ საქართველოში იცხოვრონ,"- განაცხადა მარგველაშვილმა.

 კაბალში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობა მარგველაშვილს არჩევნებზე  მხარდაჭერას დაჰპირდა.

კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს ასევე შეხვედრებს გამართავს ლაგოდეხში, სოფელ შილდასა და ყვარელში.  


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016