reportiori.ge - საპატრიარქო შვილებისადმი მშობლების ლოცვას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:28
რელიგია
საპატრიარქო შვილებისადმი მშობლების ლოცვას ავრცელებს
20 მაისი, 2014. 11:54



რეპორტიორი“ გთავაზობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ 17 მაისის წირვაზე წაკითხულ მშობლების სპეციალურ ლოცვას.

 

 

ღმერთო ერთო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, დამბადებელო ყოველთა კაცთაო, დიდება და მადლობა შენდა!

 

უფალო უფლებათაო და წყაროო წყალობათაო, მოჰმადლე წყალობა შენი და დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი), მოანიჭე მას დღეთა სიმრავლე, სიმრთელე სულისა და ხორცისა, გული გონიერი და წმინდა, სული მიმტევებლობისა და გულმოწყალებისა; მიჰფინე მშვიდობა და კეთილდღეობა, შრომისმოყვარეობა და ნაყოფის სიუხვე, ბედნიერი ოჯახი და შვილთა სიმრავლე, რათა იხაროს ორსავ სოფელსა შინა.

 

განამტკიცე იგი მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, ღვთისა და მოყვასის სიყვარულში, აღავსე სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით; მიეც მას მტკიცე ნებისყოფა, უნარი განსაცდელის დაძლევისა და სამშობლოს სიყვარულისააშორე ბოროტი სული, მფარველად  მოუვლინე ანგელოზი შენი რათა ყოველთა დღეთა შინა დაცულ იყოს ცხოვრების გზასა ზედა და ისმინოს წინასწარმეტყველის სიტყვები, რომელიც ამბობს:

 

მამის დარიგება ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და დედის რჯული შენი ყელის სამკაული” (იგ.1;8,9). თუ არ ,,დაკარგავ განსჯის უნარს, უსაფრთხოდ ივლი შენს გზაზე და შენი ფეხი არ დაბრკოლდება, დაწვები არ შეგეშინდება და ტკბილი ძილი გექნება, რადგან უფალი გიდგას  მხარში, მახეს აგარიდებს და არ წაიბორძიკებ” (იგ.3; 21,26).

 

ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი) სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!”

 

 

როგორც ცნობილია, პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016