„ბარსელონას" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ლუის ენრიკე დაინიშნება.
„ბარსელონას" 44 წლის ყოფილი მოთამაშე ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ სეზონში იგი „სელტას" წვრთნიდა, მანამდე - „რომას", უფრო ადრე კი - „ბარსელონა B"-ს.
მისი ხელმძღვანელობით, „სელტამ" პრიმერადივიზიონში მე-9 ადგილი დაიკავა. ლუის ენრიკე პრესის წინაშე ხვალ წარსდგება.
მას შემდეგ, რაც „ბარსელონამ" „ატლეტიკოსთან" უკანასკნელი მატჩი დათმო და ესპანეთის უმთავრეს ტიტულს გამოემშვიდობა, არგენტინელმა ხერარდო მარტინომ განაცხადა, რომ კლუბს ტოვებს.
კლუბში შიდა ცვლილებები კიდევ განხორციელდა. ტიტო ვილანოვას ყოფილი დამხმარეები ხორდი როურა და აურელი ალტიმირა დირექტორები და „ბარსელონას" აკადემიის კოორდინატორები გახდნენ. ტიტოს კიდევ ერთმა დამხმარე რუბიმ - კლუბი დატოვა.