სპორტი
დიეგო კოსტა 15 დღით ფეხბურთს გამოეთიშა
ავტორი: გიორგი კინტირაია
20 მაისი, 2014. 13:02
„ატლეტიკოს“ თავდამსხმელი გუშინ ესტუმრა კლინიკას, სადაც მარჯვენა ფეხის ტრავმა დაუდგინეს. დაშავება გაცილებით სერიოზული გამოდგა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, აცხადებს AS.
კოსტას გამოსაჯანმრთელებლად 15 დღე დასჭირდება. მადრიდის „ატლეტიკოს“ წამყვანი ფორვარდი „რეალის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მწყობრში იქნება.
შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ტრავმა პრიმერადივიზიონის უკანასკნელ, 38-ე ტურის მატჩში, „ბარსელონას“ წინააღმდეგ მიიღო და მე-13 წუთზე მოედანი დატოვა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19