ვერძის ნიშნით დაბადებულთათავის ეს დღე ისეთი მშვენიერი იქნება, რომ ხშირად და კარგად გაიხსენებენ ზამთრის დღეებში. ასტროლოგები ვერძებს ურჩევენ დღევანდელი საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარონ.
კუროებისთვის დღეს მოსალოდნელია ფინანსური გაჭირვება. თუმცა, ასტროლოგები ურჩევენ, ნუ შეშინდებიან, რადგან ყველაფერი დროებითია. ვერძები საკუთარი მიზნების მისაღწევად შეეცადეთ, მონახოთ თანამოაზრენი. ენდეთ თქვენს გონებასა და ინტუიციას, მაშინ კი თქვენს სურვილებს, გზას ვერავინ და ვერაფერი გადაუღობავს.
ტყუპებს დღეს სამსახურში სიფრთხილე და ყურადღება მართებთ. ასტროლოგები ურჩევენ, განსაკუთრებულული თავაზიანობა გამოიჩინონ. დღის პირველ ნახევარში ტყუბეს შესაძლოა გეგმის შეცვლა მოუწიოთ.
კირჩხიბებს ურჩევენ ნუ იქნებიან გაბრაზებულნი, დაისვენონ და დაფიქრდნენ პრობლემებზე. ყველა წვრილმანი გათვალონ, რომ არაფერი შეცდომა მოუვიდეთ, თორემ მოწინააღმდეგე ძალები ჩასაფრებულნი არიან.
ლომი - თქვენი შემოქმედებითი გეგმები პროგრესით მიდის. ახლობლებისაგან საჩუქარს მიიღებთ. თუ რაიმე საქმის წამოწყებას აპირებთ, იაქტიურეთ. ამ დღეს თქვენი ყოველგვარი მოქმედება ეფექტური იქნება. ტელეფონით საღამოს საინტერესო ინფორმაციას შეიტყობთ. ახალ საქმეებში იყავით პრაქტიკული. ყველას ნუ ენდობით.
ქალწული - დღეს თქვენ მიერ განხორციელებულ საქმეთა უმეტესობა შორეულ მომავალთან იქნება დაკავშირებული, ზოგიერთი, შესაძლოა აბსტრაქტულადაც კი მოგეჩვენოთ, ამიტომ ძირითადი ყურადღება იმ პროექტებზე გაამახვილეთ, რომლებიც უცხოეთსა და უცხოელებს ეხება.
სასწორი - ცხოვრების ისეთი ჩქარი ტემპი, როგორიც არჩეული გაქვთ, შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისათვის, რაც ნეგატიურად აისახება კარიერაზეც. მთავარია, სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები.
მორიელი - საშუალება მოგეცემათ, თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოთ. საპირისპირო სქესის მოხიბვლას ადვილად შეძლებთ. ეს დღე იდეალურია ფინანსური ოპერაციებისთვის.
მშვილდოსანი - სამსახურში თქვენი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება. წარმატება გელით ფინანსურ ოპერაციებში. პირად ცხოვრებაში რადიკალური ნაბიჯებისაგან თავი შეიკავეთ.
თხის რქა - დღეს მოგიწევთ კამათი ახლობელ ადამიანთან, ეცადეთ არ გაამძაფროთ სიტუაცია, არ აყვეთ ემოციებს. დღევანდელი დღე ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ და ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
მერწყული - სასიყვარულო ატმოსფეროში იმყოფებით, თქვენ მიერ გაკეთებულ სასიკეთო საქმეებს დიდი ინტერესითა და აღფრთოვანებით დაუწყებენ და სწორად შეაფასებენ.
თევზები - რაც უფრო ხშირად გაიმეორებთ რაღაცას, მით უფრო გასაგები იქნება ის. გამოიყენეთ ეს ეფექტი და თქვენსას დღესვე მიაღწევთ.