reportiori.ge - 14 საინტერესო ფაქტი სიზმრების შესახებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 08:59
სხვადასხვა
14 საინტერესო ფაქტი სიზმრების შესახებ
20 მაისი, 2014. 14:00

 

 

 სიზმარი-ეს ის ფენომენია, რომელიც მეცნიერების მიერ ბოლომდე ამოხსნილი დღესაც არ არის. მასთან დაკავშირებით სხვადასხვა           თეორია არსებობს. წარმოგიდგენთ რამდენიმე ფაქტს, რაც თქვენთვის უცნობია:

 

 

1.         თქვენ გავიწყდებათ თქვენი სიზმრების 90 %

გაღვიძებიდან 5 წუთის განმავლობაში სიზმრების ნახვარი გავიწყდებათ, ხოლო 10 წუთში აღარ გახსოვთ მათი 90 %.

 

2.         ბრმა ადამიანებიც ხედავენ სიზმრებს

 ადამიანები რომლებიც დაბრმავდნენ დაბადების შემდეგ, სიზმრებს ნახულობენ სხვადასხვა შინაარსით. იმ ადამიანთა სიზმრები კი,  რომლებიც დაბადებიდან უსინათლოები არიან, მოიცავს იმ შეგრძნებებს, რასაც სმენით, ყნოსვით თუ შეგრძნებით იღებენ

 

3.         ყველა ნახულობს სიზმრებს

ყველა ადამიანი ხედავს სიზმრებს (უკიდურესი ფსიქოაშლილობის მქონეების გამოკლებით). თუ ფიქრობთ რომ თქვენ ვერ ხედავთ სიზმრებს, ეს ასე არ არის. უბრალოდ-გავიწყდებათ.

 

4.         ჩვენს სიზმრებში ვხედავთ მხოლოდ იმ სახეებს, რომლებიც ადრე ვნახეთ

ჩვენი გონება სახეებს არ გამოიგონებს, ჩვენ სიზმრებში ვხედავთ ნადვილი ადამიანების სახეებს, რომელიც ჩვენი ცხოვრების რომელიმე მონაკვეთში ვნახეთ, მაგრამ შეიძლება აღარ გვახსოვს. ცხოვრების განმავლობაში ათასობით სახეს ვხვდებით, ასე რომ ჩვენს ტვინს გაუთავებლად მიეწოდება სხვადასხვა ტიპაჟები სიზმრებისთვის.

 

5.         ყველა ვერ ხედავს ფერად სიზმრებს

მხედველობის მქონე ადამიანთა 12 % სიზმრებს მხოლოდ თეთრსა და შავ ფერში ხედავ. დანარჩენი პროცენტი-ფერად სიზმრებს ხედავს. 1915 წლიდან 1950 წლამდე კვლევების მიხედვით, ადამიანთა უმრავლესობა სიზმრებს შავ-თეთრ ფერში ხედავდ, მაგრამ შედეგები 1960 წლიდან შეიცვალა. დღეისთვის არსებული მონაცემებით, 25 წლის ქვემოთ მყოფთა მხოლოდ 4,4 % ხედავს შავ-თეთრ სიზმრებს. ბოლო კვლევების მიხედვით, ეს შესაძლოა ტელევიზიას უკავშირდებოდეს და შავ-თეთრი ეკრანიდან ფერადზე გადასვლა ადამიანთა სიზმრებზე მოქმედებდეს.

 

6.         სიზმრები სიმბოლურია

 რასაც ხედავთ სიზმარში, ეს რეალობად არ აღიქმება. მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ სიზმრები ჩვენს ქვეცნობიერს გამოხატავს.

 

7.         ემოცია

ადამიანები ემოციებიდან ყველაზე ხშირად  სიზმრებში შფოთვას გრძნობენ. სიზმრებში უარყოფითი ემოციები უფრო სჭარბობს, ვიდრე-დადებითი.

 

8.         ღამე ოთხიდან შვიდ სიზმრამდე შეიძლება ნახოთ

საშუალოდ, თქვენ ხედავთ სიზმრებს ღამეში ორი საათის განმავლობაში.

 

9.         ცხოველებიც ხედავენ სიზმრებს

რომელიც სხვადასხვა ცხოველზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ მათი ტვინის მოძრაობა ისევე იცვლება ღამის განმავლობაში, როგორც-ადამიანისა. აბა დააკვირდით თქვენი ძაღლის ძილს ხანდახან. ისინი ძილში თითქოს გარბიან, ან გამოსცემენ ხმას, თითქოს ვინმეს უყეფენ სიზმარში.

 

10.       სხეული პარალიზებულია

ძილს აქვს სხვადადსხვა ეტაპები. სიზმრებს ვხედავთ ძილის ყველაზე ღრმა სტადიისას, რომელსაც ეწოდება „ძილში თვალის სწრაფად მოძრაობა“. მსგავსი ძილი ზრდასრულ ადამიანთა საერთო ძილის პერიოდის 20-25 % იკავებს. ღრმა ძილის სტადიაში ადამიანის სხეული პარალიზებულია. ვარაუდობენ, რომ ეს იმიტომ ხდება, სიზმრების ნახვის დროს ადამიანმა გადაადგილება არ დაიწყოს. თუმცა არსებობს თეორია, რომ სხეულის პარალიზებას ტვინის ძილი იწვევს.

 

11.       სიზმრებიპირდაპირ ეთერში

ჩვენი სიზმრები დამოკიდებულია არა მარტო ქვეცნობიერზე, ან მეხსიერებაში შენახულ მოვლენებზე, არამედ იმაზეც, ძილის დროს რა გვესმის, რას ვგრძნობთ და .. მაგალითისთვის, თქვენ შეიძლება დაგესიზმროთ რომ ხართ კონცერტზე, თუ თქვენი ძილის დროს ვინმე გვერდით ოთახში მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას დაიწყებს

 

12.       ქალები და მამაკაცები სხვადასხვა სიზმრებს ხედავენ

მამაკაცების უმრავლესობა სიზმარში უფრო ხშირად მამაკაცებს ხედავს. განსხვავებით ქალებისგან, რომლებიც სიზმრებში მამაკაცებსაც და ქალებსაც თანაბარი რაოდენობით ხედავენ. გარდა ამისა, მამაკაცებს მეტი აგრესიული ემოცია აქვთ სიზმრებში, ვიდრე-ქალებს.

 

13.       წინასწარმეტყველური სიზმრები

გამოკვლევების თანახმად, 18 %-დან 38 %-მდე ადამიანი ხედავს წინასწარმეტყველურ სიზმრებს, ხოლო 70 % განიცდის .. დეჟა ვიუს. ამავდროულადლ, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პროცენტულად ის ადამიანები ხედავენ .. წინასწარმეტყველურ სიზმრებს, რომელთაც სჯერათ , რომ მათი სიზმრები მომავალს აჩვენებს.

 

14.       თუ ხვრინავთ, სიზმრების ნახვა არ შეგიძლიათ

ეს ფაქტი უფრო ინტერნეტით გავრცელდა, თუმცა მას რაიმე სამეცნიერო მხარდაჭერა არ გააჩნია.

 

 

ვფიქრობთ, სიზმრების შესახებ საინტერესო ფაქტები გაგაცანით. ეს ფენომენი მეცნიერების ინტერესს არ კარგავს. უმჯობესია სიზმრებს დიდი მნიშვნელობა არ მივანიჭოთ, რადგან ფაქტია, მათი უმრავლესობა ჩვენს ქვეცნობიერს თუ მეხსიერებას უკავშირდება.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016