reportiori.ge - სალიტა ჩუბინიძე: თუ ვინმეს "ცუდი საქმის" კეთება უნდა „კაზანტიპის“ გარეშეც მშვენივრად მოახერხებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:00
ყვითელი
სალიტა ჩუბინიძე: თუ ვინმეს "ცუდი საქმის" კეთება უნდა „კაზანტიპის“ გარეშეც მშვენივრად მოახერხებს
20 მაისი, 2014. 19:03



მომღერალმა, სატელევიზიო პროექტ "თქვენი შოუს" ერთ-ერთმა ყოფილმა წამყვანმა,  სალიტა ჩუბინიძემ  „რეპორტიორთან“  ინტერვიუში „კაზანტიპის“ ფესტივალზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ ფესტივალთან დაკავშირებით ამხელა აჟიოტაჟი საჭიროა არაა.

 

 

„პირადად ჩემთვის „კაზან ტიპი“ სულაც არ იწვევს ამხელა ემოციას. მესმის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებლად მიაჩნიათ მსგავსი ტიპის ფესტივალების ჩატარება, მაგრამ რა საჭიროა ამხელა აჟიოტაჟი?!  ვთვლი, რომ  თუ ვინმეს "ცუდი საქმის" კეთება უნდა „კაზანტიპის“ გარეშეც მშვენივრად მოახერხებს.

ჩემს მშობლებს იმის კეთება რომ აეკრძალათ, რასაც ვაკეთებდი და სახლში ჩავეკეტე, ახლა ბოროტი, შურიანი არაფრის გამკეთებელი და ყოვლად უვარგისი ადამიანი ვიქნებოდი, რომელიც იმას, რაც თავის დროზე აუკრძალეს, გაცილებით უხეშად და ცუდად გავაკეთებდი.

მივცეთ თავისუფლება იმ ადამიანებს, ვისაც მოსწონს და ერთობა მსგავსი ღონისძიებებით. მე სახლში ვიქნები ჩემს ოჯახთან ერთად და ჩემი ბედნიერებით დავკტბები. ვიღაცა თავის სხვაგარი ბედნიერებით დატკბება.

სამყარო ვითარდება და მესმის, რომ ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც ჩვენთვის, ქართველებისთვის მიუღებელია, მაგრამ მოდი მივცეთ ერთმანეთს საშუალება ვაკეთოთ ის, რაც მოგვწონს და გვიყვარს. უბრალოდ ყველამ ჩვენ-ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვროთ. ჩვენ ჩვენსაზე ვაგოთ პასუხი და სხვას თავი დავანებოთ.“- აცხადებს სალიტა.

 

შეგახსენებთ, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "კაზანტიპი" (kaZantip), რომელიც უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე ყოველწლიურად იმართებოდა, წელს საქართველოში, ანაკლიაში 20–დან 30 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016