მომღერალმა, სატელევიზიო პროექტ "თქვენი შოუს" ერთ-ერთმა ყოფილმა წამყვანმა, სალიტა ჩუბინიძემ „რეპორტიორთან“ ინტერვიუში „კაზანტიპის“ ფესტივალზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ ფესტივალთან დაკავშირებით ამხელა აჟიოტაჟი საჭიროა არაა.
„პირადად ჩემთვის „კაზან ტიპი“ სულაც არ იწვევს ამხელა ემოციას. მესმის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებლად მიაჩნიათ მსგავსი ტიპის ფესტივალების ჩატარება, მაგრამ რა საჭიროა ამხელა აჟიოტაჟი?! ვთვლი, რომ თუ ვინმეს "ცუდი საქმის" კეთება უნდა „კაზანტიპის“ გარეშეც მშვენივრად მოახერხებს.
ჩემს მშობლებს იმის კეთება რომ აეკრძალათ, რასაც ვაკეთებდი და სახლში ჩავეკეტე, ახლა ბოროტი, შურიანი არაფრის გამკეთებელი და ყოვლად უვარგისი ადამიანი ვიქნებოდი, რომელიც იმას, რაც თავის დროზე აუკრძალეს, გაცილებით უხეშად და ცუდად გავაკეთებდი.
მივცეთ თავისუფლება იმ ადამიანებს, ვისაც მოსწონს და ერთობა მსგავსი ღონისძიებებით. მე სახლში ვიქნები ჩემს ოჯახთან ერთად და ჩემი ბედნიერებით დავკტბები. ვიღაცა თავის სხვაგარი ბედნიერებით დატკბება.
სამყარო ვითარდება და მესმის, რომ ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც ჩვენთვის, ქართველებისთვის მიუღებელია, მაგრამ მოდი მივცეთ ერთმანეთს საშუალება ვაკეთოთ ის, რაც მოგვწონს და გვიყვარს. უბრალოდ ყველამ ჩვენ-ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვროთ. ჩვენ ჩვენსაზე ვაგოთ პასუხი და სხვას თავი დავანებოთ.“- აცხადებს სალიტა.
შეგახსენებთ, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "კაზანტიპი" (kaZantip), რომელიც უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე ყოველწლიურად იმართებოდა, წელს საქართველოში, ანაკლიაში 20–დან 30 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.