reportiori.ge - „ცენტრ პოინტის“ ბრუნვიდან ამოღებული 50 მილიონი სააკაშვილის საარჩევნო კამპანიას მოხმარდა“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:47
პოლიტიკა
„ცენტრ პოინტის“ ბრუნვიდან ამოღებული 50 მილიონი სააკაშვილის საარჩევნო კამპანიას მოხმარდა“
ავტორი:
17 ივლისი, 2013. 14:49

ექსპერტ ალექსანდრე თვალჭრელიძის თქმით, დიდი განსხვავებაა, რაც ხდებოდა ნაციონალების" მმართველობისას და რაც ხდება დღეს. დღევანდელ და ყოფილ ხელისუფლებათა შორის განსხვავება ის არის, რომ ახლა ცდილობენ რეაგირება მოახდინონ და ფაქტებს არ ჩქმალავენ. როგორც მან „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, „ცენტრ პოინტი" კლასიკური ფინანსური პირამიდა იყო და კანონი უნდა აღსრულდეს.


„პირადად მეც, „ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებული ვარ, მაგრამ ჯანდაბას ის 30 ათასი დოლარი - მირჩევნია, სამართლიანობა აღდგეს. არ მეშინია ვთქვა - „ცენტრ პოინტის" ბრუნვიდან ამოღებული დაახლოებით 50 მილიონი ლარი მოხმარდა მიხეილ სააკაშვილის ზრახვებს, მის საარჩევნო კამპანიებს თუ სხვა პროექტებს. როდესაც რუსუდან კერვალიშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა, მაშინ ვთქვი - ეს არ შერჩება-მეთქი. ასეც მოხდა. კომპანიის გარშემო განვითარებული მოვლენების მთავარი დირიჟორი მიხეილ სააკაშვილი იყო. ამაში დარწმუნებული ვარ და ეს მალე გამოჩნდება. არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილთან ერთად, სხვა მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს", - განაცხადა ექსპერტმა. 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016