reportiori.ge - დავით გოგიჩაიშვილი: სიამოვნებით ვითანამშრომლებთ „რუსთავი 2-თან“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 19:58
ყვითელი
დავით გოგიჩაიშვილი: სიამოვნებით ვითანამშრომლებთ „რუსთავი 2-თან“
21 მაისი, 2014. 12:57


პირველი ქართული „ღამის შოუს" წამყვანი და პროდიუსერი, დავით გოგიჩაიშვილი, მეტ-ნაკლებად ცნობილი მიზეზების გამო ტელეკომპანია რუსთავი 2-დან რამდენიმე წლის წინ წავიდა. როგორც მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, „კომედი შოუს" გუნდი შიდა დაპირისპირებამ გაყო. პროდიუსერი და მენეჯერი, დავით გოგიჩაიშვილი, ამჟამად საკუთარი ტელევიზიის, ტვ 11-ის განვითარებით არის დაკავებული. პარალელურად კი სხვადასხვა სატელევიზიო არხებისთვის  პროდუქციას ქმნის, მათ შორის „იმედისთვის" „ოთარ ტატიშვილის შოუს",  და „მაესტროსთვის"-„ოთხი ოთხზე". საიტ „მარკეტერთან" ინტერვიუში დავით გოგიჩაიშვილი „კომედი ჯგუფთან" დაკავშირებულ დაპირისპირებას და სამომავლო გეგმებს შეეხო:

 

დავით გოგიჩაიშვილი: „კომედი შოუს ბიჭებთან ერთად ჩვენ არასოდეს არაფერს არ გავაკეთებთ. რაც არ უნდა კომერციული დაინტერესება იყოს მე არასდროს მათთან არაფერს არ გავაკეთებ. იქ იყო დიდი დაპირისპირება, რაც წელებთან ერთად არ განელებულა. ეს დიდი პრინციპის ამბავია, თუმცა მართალია არასოდეს თქვა არასოდეს, მაგრამ მაინც. „რუსთავი 2-თან" კი არ გვქონდა პრობლემა ჩვენ შიდა დაპირისპირება მოგვივიდა, კი მაშინდელი ხელმძღვანელობა იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ჩვენი მთავარი გულისტკივილის გამომწვევი არიან ეს ბიჭები. „რუსთავი 2" რეიტინგული ტელევიზიაა და რატომაც არა. სიამოვნებით ვითანამშრომლებთ „რუსთავი 2-თან", „იმედთან" და სხვა არხებთან.


დავით გოგიჩაიშვილი  ინტერვიუში ასევე აღნიშნავს, რომ მას მაყურებელი ეკრანზე უახლოეს მომავალში მაინც ვერ იხილავს. თუმცა, სხვადასხვა ინფორმაციიაზე დაყრდნობით, ჩვენთვის ცნობილია, რომ მისი ეკრანზე ხილვა ტელეკომპანია „მაესტროში", რომელიმე გადაცემის წამყვანად, არ გამოირიცხება.

წყარო: www.marketer.g


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016