ბიძინა ივანიშვილი ცნობილ ინვესტორს, მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია „Franklin Templeton Investments" მმართველ დირექტორს, მარკ მობიუსს შეხვდა.
„ ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. ამ გუნდს ქვეყანაში 53 მილიარდზე მეტი კაპიტალი აქვს. ავუხსენით ახალი სიტუაცია, გავაცანით ახალი ხელისუფლების ხელწერა, მე მგონია რომ ძალიან დიდი ინტერესი გააჩნიათ. მათ მთელ მსოფლიოში აქვთ ბიზნესი." - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის „Franklin Templeton Investments"-ის დირექტორთან, მარკ მობიუსთან შეხვედრისას. პრემიერმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ კომპანია საქართველოში ინვესტიციების ჩადებით დაინეტერსებულია.
„ ვფიქრობ, ის გარდაქმნები რაც საქართველოში მოხდა და რაც იგეგმება დიდ ინტერესს იწვევს მათი მხრიდანაც და ვვარაუდობ რომ საქართველოში ინვესტიციები გაიზრდება."- აღნიშნა ივანიშვილმა. თავის მხრივ მარკ მობიუსმა მზადყოფნა გამოთქვა თანამშრომლობის დასაწყებად.
„დიდი მადლობა თბილი მიღებისთვის, ძალიან სასიამოვნოა ახლა აქ ყოფნა. მომეწონა არაჩვეულებრივი კურორტები და შესაბამისად გარემოც. ჩვენ უკვე განვახორციელეთ ინვესტიცია მაგრამ გვსურს კიდევ გაფართოვდეს ჩვენი ბიზნესი. იმედს გამოთქვავ რომ ეს ძალიან მალე განხორციელდება."- განაცხადა მარკ მობიუსმა.