reportiori.ge - ნინო შავგულიძე : გათხოვების მსურველ გოგონებს მიაქვს მთელი საქართველო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:12
ინტერვიუ
ნინო შავგულიძე : გათხოვების მსურველ გოგონებს მიაქვს მთელი საქართველო
21 მაისი, 2014. 14:17

 

მსახიობი ნინო შავგულიძე მაყურებელმა სულ ცოტა ხნის წინ სერიალ „ჩვენი ამბავიდან"  გაიცნო. „ღამის შოუ სტუდიამ" მსახიობი ახალ არხზე,  ტვ11-ზეც არ დაკარგა და ნინო მაყურებლის წინაშე უკვე სკეტჩებში შესრულებული სახასიათო პერსონაჟებით წარსდგა. მსახიობი „რეპორტიორს" პროფესიულ და პირად თემებზე ესაუბრება.


__ ნინო, ამჟამად ტვ 11-ის სკეტჩებში მონაწილეობთ. მაყურებელმა სერიალიდან გაგიცნოთ, რომელიც ასევეღამის შოუ სტუდიას" ეკუთვნოდა. რა განსხვავებაა ამ ორ ფორმატს შორის?  

_მართალია  „ღამის შოუ სტუდიასთან"  ჩემი თანამშრომლობა სერიალ "ჩვენი ამბავით" დაიწყო და მაყურებელმაც სწორედ ამ დროს გამიცნო. თუმცა აღმოჩნდა ისეთი მაყურებელიც, ვინც საერთოდ არ უყურებდა სერიალს, „ქლაბ 11"- ის აუდიტორია კი ფართო მასშტაბიანია. გარდა იმისა რომ 3 მილიონს აღემატება youtube -ზე ნახვა და ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს ამ კონკრეტულ პროექტს,  ( და არა მხოლოდ მას), ამავდროულად,  ყველგან სადაც არ უნდა წავიდე ჩართულია ტვ11. ეს ძალიან მახარებს, მაგრამ პასუხისმგებლობაც ბევრად იმატებს. სხვაობა დიდია, რადგან ამ ორ პროექტს შორის განსხვავებული ფორმატია. თუმცა ცოცხალი აუდიტორია უცვლელია. ეს სტუდია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  ჯანსაღ რეაქციებს და მაყურებელს უშუალო მონაწილეს ხდის,  რაშიც 100% ით ვეთანხმები.


__ როგორ გაფასებენ გარშემომყოფები და მაყურებელი, მათგან რა რჩევებს ან თუნდაც-შენიშვნებს იღებთ?

_  მაყურებელი კარგად მხვდება და დადებით განწყობას ვგრძნობ ყველასგან. ეს ალბათ  ყველაზე დიდი ბედნიერებაა მსახიობისთვის. რჩევას და შენიშვნას მხოლოდ დედაჩემისგან ვიღებ და ბატონი გოჩასგან, იგივე კოხისგან, რომელიც ამ პროექტის რეჟისორია და ჩემთვის მისი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია.


__ საინტერესო პერსონაჟებს ქმნით, მათ ჰყავთ პროტოტიპები რეალურ ცხოვრებაში?

_  პერსონაჟი უფრო რეალური რომ იყოს, რა თქმა უნდა, პროტოტიპიც სასურველია.  სხვადასხვა ადამიანისგან თვისებების აღება  გმირს უფრო მეტად საინტერესოს ხდის. ამიტომ კონკრეტული დავალების დროს ვცდილობ გავიხსენო ყველაზე საინტერესო შემთხვევები და როლი უფრო მრავალფეროვანი გავხადო.


__ შეიძლება ითქვას, რომღამის შოუ სტუდიის" აღმოჩენა ხართ. გვესაუბრეთ ამ გუნდზე- რა პრინციპებით მუშაობთ?

_ წარმატებული პროდუქტი მართლა ყველაზეა დამოკიდებული. ამ სტუდიას არ აქვს რაიმე განსაკუთრებული რეჟიმი, მკაცრი წესები და ა.შ უბრალოდ, ყველა მოტივირებული და  ენთუზიაზმით სავსეა. ყველა ზრუნავს ხარისხზე. ჩემი მაგალითიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ იმდენად კარგი კოლექტივია და მათთან მუშაობა იმდენად სასიამოვნო პროცესია,  რომ რეპეტიციაზე სიხარულით მივდივარ. მას სამსახურად საერთოდ ვერ აღვიქვამ. თავს ვგრძნობ როგორც სახლში. ისინი ყველანაირად ცდილობენ ყველა მსახიობს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან. რაც ალბათ საბოლოო ჯამში წარმატებას განაპირობებს.


__ ერთ-ერთ სკეტჩში ასრულებთ გოგოს როლს, რომელიც ცდილობს გათხოვდეს. იცნობთ ასეთ გოგოებს?

_ ასეთ გოგონებს მიაქვს მთელი საქართველო, როგორ არ ვიცნობ.


__ ჟურნალსარკესთან" ინტერვიუში გულწრფელად საუბრობდით პირად ცხოვრებაზე-რომ დღის დატვირთული რეჟიმის გამო მისთვის დრო არ გრჩებოდათ. ამ ეტაპზე შეგიძლიათ გვითხრათ, რომ შეყვარებული ხართ?

_ ჩემი სამსახური მართლაც არაფრის დროს არ მიტოვებს, მაგრამ არ ვწუწუნებ. კმაყოფილი ვარ ყველაფრით და თუ რამეა, დროს გამოვნახავ. მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ შეყვარებული არ ვარ.


__ მაყურებელი თქვენს მიერ შესრულებულ პერსონაჟებთან ხომ არ გაიგივებთ?

_ როცა მაყურებელი მსახიობს შესრულებულ გმირთან აიგივებს, ეს ბუნებრივია. რეალურ ცხოვრებაშიც მხიარული გოგო ვარ.



__ რა მოგწონთ და რა -არა, თანამედროვე ქართულ იუმორისტულ შოუებში?

_ ყველაზე მეტად ინტელექტუალური იუმორი მომწონს. შესაბამისად, ის შოუ თუ გადაცემა, რომელიც ამას ემსახურება.


__  გარდა ტვ 11-ისა, სად მუშაობთ და როგორია თქვენი დღის რეჟიმი?

_ გარდა ტელევიზიისა, ვმუშაობ თეატრში, სადაც თვის ბოლოს პრემიერა მექნება. ასევე ივნისის ბოლოს კიდევ ერთი სპექტაკლი პრემიერა იგეგმება და შესაბამისად დატვირთვა ძალიან დიდია. ამავდროულად  ვარ რადიო „არ დაიდარდოს" მუსიკალური წამყვანი და ხანდახან პატარ -პატარა პროექტებშიც ვარ დაკავებული. მოკლედ,  მოსაწყენად არ მცალია.

ინტერვიუს დასასრულს წარმოგიდგენთ სკეტჩს ნინოს მონაწილეობით, ტვ11-ზე,  რომელიც მაყურებლებისთვის ფავორიტი გახდა:






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016