პრესტიჟული კანის კინოფესტივალი,რომელიც საფრანგეთის ულამაზეს სანაპიროზე, 1946 წლიდან ყოველწლიურად მაისის თვეში ტარდება .ეს არის კინომოყვარულების ნამდვილი დღესასწაული და მასზე დასწრება თითოეული მათგანის ოცნებაა,ამიტომაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ,ირაზმება ადამიანთა ჯგუფები ,რათა საკუთარი თვალით იხილოს წლის კინომოვლენაზე მიწვეული ვარსკვლავები თავიანთი სამოსითა და პარტნიორებით.
ფესტივალის უმაღლესი საპატიო ჯილდოა „PALME D'OR" ანუ „ოქროს პალმის რტო" ,რომელიც საუკეთესო ფილმს ენიჭება.არსებობს სხვა ჯილდოებიც ,მაგალითად, "ოქროს კამერა" დებიუტანტებისათვის.ასევე ჯილდო საუკეთესო მსახიობ მამაკაცს,ქალს ,რეჟისორსა და სცენარისტს.
ჯილდო ყოველ წელს თავისი ვიზუალით განსხვავებული იყო ,მაგრამ 1954 წლის ბოლოს ფესტივალის დირქტორთა საბჭომ მოიწვია რამდენიმე იუველირი, რათა წარმოედგინათ პალმის რტოს რამდენიმე დიზაინი,რადგან სწორედ პალმის რტო იყო ქალაქ კანის სამხედრო მუნდირის დამახასიათებელი ნიშანი.საბოლოოდ მისი დიზაინი 1992 წელს პიერ დე ბურკენსმა შექმნა ა და პალმის საყრდენი ხელით ნაკეთი ბროლით შეცვალა. სწორედ ამ ცვლილებების შემდეგ მიიღო ისეთი სახე როგორიც ახლა აქვს.იგი დამზადებულია 24 კარატიანი ოქროთი და მოთავსებულია მაროკოს ლურჯ ტყავში.
პირველი პალმის რტო გადაეცა დელბერტ მანსს, ფილმისათვის „მარტი". ინტერესს არაა მოკლებული ის ფაქტი,რომ კანის ფესტივალკის ამდენ წლიანი ისტორიის მანძილძე უმაღლესი ჯილდო ,პალმის რტო მხოლოდ ერთხელ გადაეცა ქალს ,ჯეინ კემპიონის,1993 წელს ფილმისათვის"პაინინო".