reportiori.ge - გიორგი ლაღიძე: მასმედია ე.წ. არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების შეხვედრებს არ აშუქებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:45
ინტერვიუ
გიორგი ლაღიძე: მასმედია ე.წ. არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების შეხვედრებს არ აშუქებს
20 მაისი, 2014. 15:52


პარტია  „მომავალი საქართველო"-ს ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ლაღიძემრეპორტიორთან" საუბარში თბილისელების პრობლემებსა და არათანაბარ წინასაარჩევნო გარემოზე ისუაბრა.

რესპონდენტის განცხადებით, დედაქალაქის რაიონებში უნდა გაიხსნას მუნიციპალური საავადმყოფო და აფთიაქები, რომელიც უფასოდ მოემსახურება, სოციალურად დაუცველ, ომის ვეტერან და ინვალიდ ადამიანებს.


_  ბატონო გიორგი, როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო გარემო-პირობებს, როგორც თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატს, გაქვთ თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები?

 

_ 2010 წლის ადგილობრივ თვითმმართვლობის არჩევნებში ვიღებდი მონაწილეობას და კარგად მახსოვს მაშინდელი წინასაარჩევნო გარემო. ასევე ვმონაწილეობდი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ყველაზე ცუდი, რაც ამ არჩევნებზე ხდება ისაა, რომ ე.წ. არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების და მათ შორის ჩვენი შეხვედრები მოსახლეობასთან, მასმედიის საშუალებებით არ შუქდება.

ასევე არ ვსარგებლობთ უფასო სარეკლამო რგოლებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე.  ხოლო რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, სახელმწიფო არაკვალიფიცურ სუბიექტებს ერთი თეთრითაც  არ აფინანსებს.ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს წინასაარჩევნო კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას.


_ თქვენ შეხვედრებს მართავთ ამომრჩეველთან, კონკრეტულად რა  პრობლემები აწუხებთ დღეს თბილისელებს ?


_ სისტემატურად ვხვდებით მოსახლეობას, ვისმენთ მათ პრობლემებს და ვაცნობთ ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამას. მოსახლეობას მთავარი პრობლემა, მძიმე სოციალური მდგომარეობა და უმუშევრობაა.  დედაქალაქის ძველ უბნებში არის ავარიული სახლების პრობლემა. მინდა აღვნიშნო ბინათ-მოსარგებლეების (ატსტუპნიკების) საკითხი, რომელიც დღემდე ვერ გადაწყდა. ასეთი ოჯახი თბილისში დაახლოები 50 ათასია. ბევრ ქუჩაზე არის გზის საფარის დაგების თხოვნა მოსახლეობისგან და კიდევ სხვა უამრავი პრობლემები...


_ რა პრიორიტეტებია თქვენ წინასაარჩევნო პროგრამაში ჩადებული? რას სთავაზობთ თბილისელ ამომრჩევლებს? 

 

_ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაში პრიორიტეტული საკითხებია, მოსახლეობის დასაქმება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობა, კომუნალურ გადასახადებზე და მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასის დაწევა.

ძალიან კარგად ვიცნობ ასევე ბინათმოსარგებლეთა (ე. წ.„ატსტუპნიკების") პრობლემას. შემუშავებული გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა,  რითიც შესაძლებელი გახდება ამ ადამიანების პრობლემის მოგვარება.

მიმაჩნია, რომ დედაქალაქის რაიონებში უნდა გაიხსნას მუნიციპალური საავადმყოფო და აფთიაქები, რომელიც უფასოდ მოემსახურება, სოციალურად დაუცველ, ომის ვეტერან და ინვალიდ ადამიანებს. დღევანდელი საყოველთაო დაზღვევის პროგრამა არ პასუხობს იმ სტანდარტებს და მოთხოვნებს, რაც მოსახლეობას გააჩნია. ვფიქრობ, ბიუჯეტის სწორად დაგეგმვისა და ინვენსტიციების მოზიდვის ხარჯზე შესაძლებელი გახდება მუნიციპალური საწარმოების აშენება, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.

 დედაქალაქში უამრავი პრობლემა არსებობს და ჩვენს წინასაარჩევნო პროგმამაში დეტალურად გვაქვს გაწერილი, როგორ არის შესაძლებელი მთელი რიგი პრობლემის მოგვარება.


_ ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატ  ნიკა მელიას დებატებს სთავაზობდით,  შედგება  თუ არა  დებატები...


_ დებატები ყველა ნორმალურ და დემოკრატიულ სახელმწიფოში არჩევნების თანმდევი პროცესია.  არა მარტო ნიკა მელიასთან, არამედ მომხრე ვარ ყველა კანდიდატს შორის გაიმართოს დებატები. ეს მოსახლეობას საშუალებას მისცემს  არჩევანი გააკეთოს არა ძვირადღირებული სარეკლამო რგოლებიდან, არამედ კანდიდატის საარჩევნო პროგრამიდან გამომდინარე.


_  თქვენი შეფასებით, იქნება თუ არა მოახლოებული არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი?

 

_  არჩევნების გაყალბება უკვე დაწყებულია. აუცილებელი არ არის ამისათვის ე.წ. „კარუსელების" დატრიალება და ძველი, გაცვეთილი მეთოდების გამოყენება. არსებული ვითარება წინასარჩევნოდ უკვე ქმნის იმის წინაპირობას, რომ 15 ივნისს ხელისუფლებამ სასურველი შედეგები უბრალოდ გაიფორმოს.

ხალხის განწყობა 2012 წლის არჩევნებთან შედარებით რადიკალურად განსხვავებულია.  ხელისუფლების კანდიდატი მხარდაჭერას იმ მასშტაბებით ვერ მიიღებს, რასაც წინასწარ გვახვევენ თავს.


არათანაბარ წინასაარჩევნო გარემოზე თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი ლაღიძის მსგავსად „გაერთიანებული ოპოზიციის" და "ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგენლებიც საუბრობენ. მათი განცხადებით, კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება არათანაბარ პირობებში უწევთ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016