reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 18:52
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე
ავტორი:
21 მაისი, 2014. 17:47


მინდა, მადლობა მოვახსენო პრეზიდენტ ბაროზოსა და მის კოლეგებს ევროკომისიაში თბილი მიღებისა და ძალზე ნაყოფიერი შეხვედრისათვის. დღევანდელი   აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერთა უპრეცედენტო შეხვედრა წარმოადგენდა ჩვენი გამორჩეული ურთიერთობის კიდევ ერთ ნიშანს.  ჩვენ დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას და მის განუხრელ ვალდებულებას, გააძლიეროს და გააღრმავოს ჩვენი თანამშრომლობა ყველა სფეროში.   

 

მომდევნო თვეში, 27 ივნისს ჩვენ ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირ-საქართველოს შორის. ეს ხელშეკრულება ჩვენს ურთიერთობას თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის საქართველოს ევროპეიზაციის გენერალური გეგმა, რომელიც უამრავ შესაძლებლობებსა და უპირატესობას მოუტანს საქართველოს. დღეს ჩვენ მოვიწონეთ და მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგი, როგორც 2014-2016 წლების პერიოდის ერთობლივად შეთანხმებული პრიორიტეტების მთელი კომპლექტი, რომელიც  დაეხმარება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) წარმატებული განხორციელების მომზადებაში. როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, ბატონმა რომპეიმ განაცხადა გასულ კვირას თბილისში, ასოცირების ხელშეკრულება არ წარმოადგენს ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანს. 



დღევანდელი მოლაპარაკებების დროს ჩვენ განვიხილეთ საკითხთა ფართო სპექტრი. მე მოვახსენე პრეზიდენტ ბაროზოს, რომ ჩემი მთავრობა კვლავაც მტკიცედ რჩება ერთგული  დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერებისა, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, მათ შორის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ. ჩვენმა გუნდმა გააცნო კომისიას როგორც რეფორმების პროგრამის განხორციელების მიმდინარეობა და ამ პროცესში მიღწეული  წინსვლა, ასევე ის პრობლემები, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით. ჩვენ ხაზი გავუსვით დარგობრივი თანამშორმლობის გაზრდის მნიშვნელობას, და ყურადღება გავამახვილეთ ისეთ პრიორიტეტულ სფეროებზე, როგორსაც წარმოადგენს ენერგოუსაფრთხოება, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, განათლება და სამეცნირო კვლევა.  



ასევე აღვნიშნეთ ენერგეტიკული საკითხების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა, განსაკუთრებით კი სამხრეთის გაზის დერეფნისა და  იმ სხვა ენერგორესურსების სატრანზიტო ინფრასტრუქტურების   მნიშვნელობა, რომლებიც უშუალოდ აკავშირებენ კასპიის რეგიონს  ევროკავშირთან.  აღსანიშნავი წინსვლა იქნა მიღწეული საქარათველოს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველ რაუნდში და ჩვენ ამ პროცესის უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულების იმედს გამოვთქვამთ . 


დღეს ჩვენ ასევე ვაღიარეთ  ადამიანთა შორის კონტაქტების ზრდის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაც ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო დააახლოვებს ერთმანეთთან. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით, რომ უვიზო რეჟიმის განხორციელების სწრაფი წინსვლა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მიმართულებას. ბოლო ხანებში საქართველომ სტაბილური პროგრესის დემონსტრირება მოახდინა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების თვალსაზრისით და ის მოწოდებულია უახლოეს თვეებში დაასრულოს ამ პროცესისათვის აუცილებელი რეფორმები. ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის განზრახვას, გაუზარდოს საქართველოს ფინანსური დახმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის „მეტი მეტისათვის" პრინციპის შესაბამისად. 



ჩვენ ასევე განვიხილეთ უსაფრთხოების თვალსაზრისით მეტად შემაშფოთებელი ვითარება უკრაინაში და შევთანხმდით, რომ მომავალი არჩევნები გადამწყვეტი მნიშვნელობის მოვლენა იქნება ქვეყანაში სტაბილურობისა და ერთიანობის აღდგენის ძალისხმევის კუთხით. 



ჩვენ დიდად ვაფასებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი  მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იმ როლს, რომელსაც ევროკავშირი ასრულებს ამ პროცესში მისი პოლიტიკური განცხადებების, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედების, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილების გზით. 



საქართველო ასევე სერიოზულად ეკიდება საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს. ავღანეთის მისიაში ჩვენს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გარდა, ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ევროკავშირს კონფლიქტების პრევენციის მისიებში ევროპის საზღვრებს მიღმა. ამრიგად, ჩვენ გადავწყვიტეთ, მონაწილეობა მივიღოთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში.

რომ დავაჯამოთ ყოველივე  ზემოთქმული, ჩვენ მოწოდებულნი ვართ  ასოცირების ხელშეკრულების წარმატებული განხორციელების უზრუნველყოფისა და  საქართველოს ევროკავშირთან საერთო მომავლის მშენებლობისათვის. 


პრეზიდენტო ბაროზო - დიდი მადლობა დღევანდელი ძალზე ნაყოფიერი განხილვისათვის. მოუთმენლად ველით თქვენს თბილისში ჩამობრძანებას მომდევნო თვეში ევროკავშირისა და საქართველოს საინვესტიციო კონფერენციაზე დასასწრებად. 



ბრიუსელი, 21 მაისი, 2014


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016