Tbilisi Open Air 6, 7 და 8 ივნისს ლისის ტბიდან ერთ კილომეტრში, ახალ იპოდრომთან გაიმართება.
წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ნინო ქათამაძე, ნიკა მაჩაიძე, Chinawoman, ალინა ორლოვა, Kung Fu Junkie და სხვა შემსრულებლები.
ბილეთების გაყიდვა ორშაბათს, 26 მაისიდან დაიწყება სპორტის სასახლესთან, Open Air Bus-ის სალაროში. ბილეთები გაიყიდება ყოველდღიურად, 13:00-დან 19:00 საათამდე. ასევე, მოძრავი სალარო Open Air Bus თბილისის ქუჩებში იმოძრავებს და ნებისმიერ ადგილას შეიძლება შეხვდეს ბილეთის ყიდვის მსურველს.
ერთდღიან კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 15 ლარია, ხოლო სამდღიანი აბონემენტი 30 ლარი ღირს. 6 ივნისს კარი გაიღება 15:00 საათზე, ხოლო 7-8 ივნისს -13:00 საათზე.
Tbilisi Open Air 2014
განრიგი:
6 ივნისი:
ნიკა მაჩაიძე (Nikakoi); ნინო ქათამაძე & Insight; Gravity; არა; Lasha Kicks; The Black Marrows
7 ივნისი:
Lapalux (UK); Chinawoman (CAN); Alina Orlova (LTU); Loudspeakers; Scratch the Floor; The Jetbird; The Pulse
8 ივნისი:
Oimactta; Ночные Снайперы (RUS); Green Room; Kung Fu Junkie; The Bearfox; Electric Appeal; Weekend Pop