reportiori.ge - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:15
რელიგია
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
22 მაისი, 2014. 12:58


23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.


საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:


ყოველი წლის 23 მაისი, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გასულ წელს აფხაზეთის დღედაც გამოაცხადა.

 

როგორც ცნობილია, წმინდა სვიმონ კანანელი სოხუმთან ახლოს, სოფელ კომანშია, დაკრძალული. ამდენად, ბუნებრივია, რომ მოციქულის მიმრქმელი ამ მხარის ზეიმი მის სახელს დაუკავშირდეს.

 

წმინდა სვიმონ კანანელის ხსენებასთან დაკავშირებით საზეიმო მსახურება აღევლინება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, რომელიც 12 მოციქულის სახელზეა აგებული. ხუთშაბათს ლოცვა დაიწყება 17:00 სთ-ზე, ხოლო წირვა პარასკევს - 10:00 სთ-ზე. მსახურებას გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა აღასრულებს.

 

23 მაისს, 15:00 სთ-ზე კი საქართველოს საპატრიარქოში აფხაზეთისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდება", - ნათქვამია განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016