ამერიკულ ჟურნალ The Atlantic-ში 2013 წელს დაბეჭდილ სტატიაში საქართველოს შესახებ ინფორმაცია აღმოჩნდა. სტატიის ავტორი ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად რეიტინგს აქვეყნებს, სადაც ის რეგიონებია წარმოდგენილი, სადაც ქალები ყველაზე ბედნიერები, ჯანმრთელები, ძლიერები არიან და სადაც თავს დაცულად, უსაფრთხოდ გრძნობენ.
კატეგორიაში - ქვეყნები, სადაც ქალებისთვის ყველაზე იდეალური სამუშაო გარემოა საქართველო არ შედის. ამ კატეგორიაში 26 ქვეყანაა და პირველი საპატიო ადგილი ახალ ზელანდიას ერგო.
კატეგორიაში - ქვეყნების რეიტინგი, სადაც ქალები თავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობენ და ღამე ქუჩაში მარტო გასვლა არ აშინებთ, პირველ
ადგილს საქართველო 90%-ით იკავებს. რეიტინგში 27 ქვეყანაა შესული.
კატეგორიაში - ყველაზე სრულყოფილი დეკრეტული გარემო პირველი ადგილი ბულგარეთს ერგო, სადაც დასაქმებულ დედებს კვირაში 56%-ზე მეტ ანაზღაურებას სთავაზობენ.
კატეგორიაში - ქვეყნების რეიტინგი, სადაც ყველაზე კმაყოფილი/ბედნიერი ქალები ცხოვრობენ ლიდერი დანიაა.
კატეგორიაში - ქვეყნების რეიტინგი, სადაც ქალები ყველაზე ნაკლებად განიცდიან ოჯახურ ძალადობას, იაპონია პირველ ადგილს იკავებს.
კატეგორია - ქვეყნების რეიტინგი, სადაც საჯარო სამსახურში, ან ოფისში დასაქმებულებში პროცენტულად ქალები ჭარბობენ, რუანდა პირველ ადგილზეა.
წყარო: ამბები.გე