მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე მკითხველს კომბოსტოს გემრიელი რულეტის რეცეპტს უზიარებს:
„კომბოსტოს ფოთლებს მოვთუთქავ და ტილოზე ვაფენ. ფურცლებს ისე ვწურავ როგორც ზეწარს, ცოტა იცრიცება, მაგრამ არა უშავს. მერე ვკმაზავ ნიგვზით, ნივრით, მწვანილით, სუნელებით, მარილით და ბროწეულით. თითო-თითო ფურცელს დავაფენ, გადავუსვამ საკმაზს, ოთხ ფურცელს ერთად გადავახვევ ტოლმასავით, ზევიდან ნიგვზის ზეთს გადავუსვამ, შევდგამ მაცივარში და მეორე დღეს მივირთმევ. უგემრიელესია.ზოგჯერ ჩემი ნახელავი გადასაღებ მოედანზე მიმაქვს. როცა კარგ სალას ვაკეთებ, მიმაქვს და გიჟდებიან ისე მოწონთ. მურაბებს ვაკეთებ ყველანაირს. სტაფილოთი დაწყებული - მანდარინით დამთავრებული. მიყვარს, როცა ჩემს მურაბას იწონებენ."
მედეა ლორთიქფანიძე ფართო მაყურებლისთვის სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან", მანანა ბებოს როლით გახდა ცნობილი.
წყარო: ამბები.გე