reportiori.ge - „კაზანტიპზე“ მოსახვედრად ანაკლიაში 250$-იანი ვიზა, ან ყვითელი ჩემოდანია საჭირო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 21:52
კულტურა
„კაზანტიპზე“ მოსახვედრად ანაკლიაში 250$-იანი ვიზა, ან ყვითელი ჩემოდანია საჭირო
22 მაისი, 2014. 14:16


ელექტრონული მუსიკის პოპულარული ფესტივალი კაზანტიპი" რომ ანაკლიაში ჩატარდება, ბევრისთვის ეს უკვე სიახლეს აღარ წარმოადგენს. გუშინ ფესტივალის ოფიციალურ საიტზე უცხოელი ტურისტებისთვის დეტალური ინფორმაციაც გავრცელდა, სადაც წერია, რომ 20-დან 30 აგვისტომდე „კაზანტიპი" ანაკლიის ტერიტორიაზე გაიმართება. როგორც ფესტივალის  ორგანიზატორები წერენ, ანაკლიაში ფესტივალის გამართვის მიზეზი მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მიიღეს და ეს სახელმწიფო მოწყობისა და საკანონმდებლო ბაზის შეცვლამ განაპირობა. „ლაინაპის" შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე იხილოთ - http://kazantipa.net/lineup, რომელიც ახალი შემსრულებლებით კიდევ შეივსება.


კაზანტიპი" დამოუკიდებელი „მონარქიული რესპუბლიკაა", რომელსაც ჰყავს მინისტრთა კაბინეტი, ასევე მონარქი, ამიტომ ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ მოქალაქის ნამდვილი ვიზით, ან შტრიხკოდიანი ყვითელი ჩემოდნის საშუალებითაა შესაძლებელი. ვიზა - ეს შტრიხ-კოდიანი პლასტიკური ბარათია ზონარზე, რომლის აღებაც საიტზევეა შესაძლებელი და მისი საფასური 200-250$-მდე ღირს. ყვითელი ჩემოდნის, ან ვიზის ტარება ფესტივალის ტერიტორიაზეც აუცილებელია, რადგან მის გარეშე შესაძლოა დაჯარიმდეთ, ან გამოგაგდონ.


ყვითელი ჩემოდანი კაზანტიპის" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა. მის მფლობელებს ფესტივალის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილების უფლება აქვთ. ამისთვის ყვითელი ჩანთების მფლობელებმა ადგილზე სავიზო დეპარტამენტში შტრიხკოდიანი იარლიყი უნდა მიიღონ.


4 მარტს გამართული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, უკრაინელ და ყირიმელ გოგონებს საჩუქრად გადაეცემათ უფასო ვიზები. ამ დროისთვის აქციით 16000-ზე მეტმა იღბლიანმა ისარგებლა.


ანაკლიის შესახებ საიტზე წერია, რომ ის შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ახალი ქართული კურორტია, სადაც შემორჩენილია 1703 წლით დათარიღებული ციხესიმაგრის ნანგრევები და ასევე ცნობილია ენგურის შესართავთან მდებარე 540-მეტრიანი ხიდით, რომელიც ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. როგორც საიტის ადმინისტრაცია წერს, ადგილობრივი მაცხოვრებლები სტუმართმოყვარე ხალხია, მათი უმრავლესობა კი თავისუფლად საუბრობს რუსულად და ახალგაზრდებმა კარგად იციან ინგლისური ენა.


როგორც საიტზეა აღნიშნული, საქართველოში უვიზო რეჟიმი აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, მოლდოვის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის მოქმედებს. ყაზახეთის, რუსეთისა და თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა მხოლოდ 90 დღის ვადით შეუძლიათ. „მათთვის, კი ვისაც საქართველოსთან უვიზო რეჟიმი არ აქვს, ვიზის აღება 50$-ად შეეძლებათ", - წერს ადმინისტრაცია.


კაზანტიპის" ტერიტორიის სიახლოვეს დროებითი კომფორტული საცხოვრებლები მოეწყობა, რომელთაგან თითოეული 20-30 კაცზე იქნება გათვლილი. 1 კაცზე დღე-ღამე, კვებით 15 დოლარი ეღირება. სტუმრების მისაღებად მზად იქნებიან ანაკლიის სასტუმროებიც. კაზანტიპის ტერიტორიაზე კარვების ქალაქიც გაშენდება, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით (სეიფების კამერები, საშხაპეები, საპირფარეშოები და კვების პუნქტები). კარვის განთავსება დღე-ღამეში 2-5 დოლარი ეღირება. 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016