reportiori.ge - დღეს გურამ ფანჯიკიძის წიგნის „ეშმაკის ბორბალი“-ს პრეზენტაცია გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 20:16
კულტურა
დღეს გურამ ფანჯიკიძის წიგნის „ეშმაკის ბორბალი“-ს პრეზენტაცია გაიმართება
22 მაისი, 2014. 14:10


მწერალთა სახლში გურამ ფანჯიკიძის წიგნის „ეშმაკის ბორბალი" პრეზენტაცია გაიმართება, რომანი მოგვითხრობს ერთი ოჯახის ისტორიას სტალინის პერიოდიდან საბჭოთა იმპერიის მსხვრევის პერიოდამდე.


მთავარი გმირის ფსიქიკა, გამრუდებული ფსიქოლოგიური ველის მსხვერპლია.


რომანში მოთხრობილია რუსთაველზე აქციის მონაწილეთა დახვრეტის შემდეგ ხრუშჩოვის საქართველოში სტუმრობაზე, საბჭოთა კავშირის პერიოდში ავღანეთზე და მრავალ საინტერესო გარემოებაზე.


„ეშმაკის ბორბალი" 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა იმპერიის მსხვრევის ზღვარზე დაიწერა.


1994 წელს, სპონსორების დახმარებით, წიგნი მცირე ტირაჟით გამოიცა. 1997 წელს გურამ ფანჯიკიძე გარდაიცვალა და წიგნი გადაუკითხავი გამოვიდა, რომლის წაკითხვაც, არეული წლების გამო მწერლის ერთგული მკითხველის დიდმა ნაწილმაც ვერ მოახერხა.


წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ რომანი "ეშმაკის ბორბალი" ახალი რედაქციით გამოსცა. პრეზენტაცია მწერალთა სახლში დღეს, 19:00 საათზე გაიმართება. წიგნში ნებისმიერი მკითხველი მისთვის საინტერესო ამბავს აღმოაჩენს.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016