მომღერალი თეონა კონტრიძე „ნანუკას შოუში" გულწრფელად საუბრობს თავის ცხოვრებასა და დამოკიდებულებებზე სხვადასხვა თემის მიმართ:
თეონა კონტრიძე: „მოსკოვში უფრო მშვიდი გარემოა ვიდრე-თბილისში. არ ვგულისხმობ უსაფრთხოებას. ვგულისხმობ ხალხს-ლანძღვას და ხორცის გლეჯას. აქ ყველა ყველაფერში პროფესიონალია. მე მუსიკაზე მედავებიან ყოველდღიურად. ასეთი არსად არაფერი მინახავს.
როცა მამაკაცი, რომელიც ძალიან შორს არის ჯუდ ლოუს სილამაზისგან, მე მაკრიტიკებს , ყველაფერი გასაგებია. ვხვდები რომ არ ვეტევი თქვენს სტერეოტიპებში, თქვენ გამხდარი და მაღალი გოგონები მოგწონთ, მაგრამ მეც არ მომწონს თქვენნაირი კაცები, თუმცა არ გეხებით. რომ ნახოთ ჩემი ქმარი, ენა გადაგეყლაპებათ.
კოლია რომანტიკული მეუღლეა. ყვავილებით მოდის ხშირად. 11 წელია ერთად ვართ და ამ წლების განმავლობაში 15-ჯერ გვაქვს მთლიანი ჭურჭელი ნაყიდი. კამათის თემა კი შეიძლება იყოს ეზოთერიკიდან დაწყებული, ფიტნესკლუბით დამთავრებული. კოლია ძალიან თბილი და მოსიყვარულეა. ამის არ დანხვა არ შეიძლება.
90-იანი წლების მერე მამაკაცების სხვა თაობა წამოვიდა. რუსებმა ფული იშოვეს და დაეტყოთ. მთელი ეს მითი, ქართველ მამაკაცზე, უნდა ვაღიაროთ, რომ ფულზე იყო დამოკიდებული. როგორც კი ქართველმა მამაკაცმა მიხაკების და მანდარინების ყიდვა შეწყვიტა, დროშა დაგვეხა.
მე დავიბადე ბედნიერებისთვის. უბედურად თავის გრძნობას ვერ ვუძლებ. როგორც არ უნდა მინდოდეს ადამიანთან ყოფნა, თუ მასთან თავს უბედურად ვგრძნობ, მოვიშორებ. ხელს მოვიჭრი დაუფიქრებლად, რომ შემაწუხოს. მიკვირს ხალხის, ვინც ამას არ აკეთებს. ნოლიდან დავიწყებ ყველაფერს, რომ დამჭირდეს. არაფრის მეშინია.
მეც მაქვს კომპლექსები, მაგრამ არა ისეთი, როგორიც სხვებს ჰგონიათ რომ უნდა მქონდეს. არის რამდენიმე ადამიანი, რომელთა შენიშვნაზეც ვიჭრები. მაგალითად, დედაჩემმა იცოდა ჩემი ყველა აკორდი. აბსოლუტურად მმართავდა.
სამწუხაროდ, გეოგრაფიულად მეტნაკლებად, მაგრამ მენტალურად ასი პროცენტით აზია ვართ ახლა. აზიასა და ევროპას შორის განსხვავება ჩემი აზრით ერთი სიტყვაა-განათლება. სანამ განათლებაში უდიდესი ინვესტიციები არ ჩაიდება, მდგომარეობა არ შეიცვლება.
ალბათ ყველა ადამიანში ცხოვრობს ცხოველი. მეორე ჩაკრა რომ ცხოველურზე საუბრობს , ეს ჩემგან არ გესწავლებათ. ზოგში ცხენი ცხოვრობს, ზოგში-ჟირაფი და ა.შ. ჩემში სამწუხაროდ ღორი ცხოვრობს. მე თუ ჩემი ღორი არ მოვთოკე, და მივეცი საშუალება, რომ „იბლატაოს", ეს ღორი სად მიმიყვანს, არ ვიცი. ამიტომ, მე თვითონ ვიგონებ ჩემთვის „კორსეტებს".
თეონა კონტრიძე ამჟამად პროექტ „ორი ვარსკვლავის" ჟიურის ერთ-ერთი წევრია.
http://www.myvideo.ge/?video_id=2338690