სხვადასხვა მცენარისგან დამზადებული თაფლი ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც გემოთი, ისე სამკურნალო თვისებებით.
წაბლის თაფლი ამაგრებს სისხლძარღვებს და ამაღლებს იმუნიტეტს. განსაკუთრებით სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისა და თირკმელების დაავადებების დროს.
ცაცხვის თაფლი ზედა სასუნთქი ორგანოებისა და გაციების დროს უებარია. იგი ამაგრებს გულის კუნთს, სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, თირკმელების ანთებით დაავადებებს.
აკაციის თაფლი - განსაკუთრებით მამაკაცებისთვისაა სასარგებლო. ამასთანავე ძალიან უხდება თირკმელებისა და შარდსასქესო ორგანოების დაავადებებს.
მზესუმზირის თაფლი ბრონქიალურ ასთმას უხდება. მისი მიღება სასარგებლოა ოსტეოქონდროზის, ნევრალგიის, გულის დაავადებების დროს. აქვს ზოგადგამაჯანსაღებელი ეფექტი.
მდოგვის ყვავილის თაფლი სასარგებლოა სასუნთქი გზების დაავადებების დროს.
წიწიბურის თაფლი დიდი რაოდენობით რკინას და ცილას შეიცავს. ის წმენდს სისხლძარღვებს, ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას, ამაღლებს ჰემოგლობინს. მისი მიღება რეკომენდებულია ორსულებისთვის, გასტრიტით ან მაღალი მჟავიანობით დაავადებულთათვის.