reportiori.ge - ლალი მოროშკინა: რომელ კოჰაბიტაციაზე მელაპარაკებიან?! მე ვარ მომხრე რეჟიმის გასამართლების!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:01
ინტერვიუ
ლალი მოროშკინა: რომელ კოჰაბიტაციაზე მელაპარაკებიან?! მე ვარ მომხრე რეჟიმის გასამართლების!
ავტორი: ანა ნოდია
23 აგვისტო, 2013. 03:20

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიხეილ ღურწკაიას მრჩეველი, პროფესორი ლალი მოროშკინა, რომელიც დღეს „რეპორტიორის" სტუმარია, მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერით  გათავისუფლებული, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პატიმრების შესახებ, სკანდალურ განმარტებს აკეთებს. მისი თქმით, ისინი სხვადასხვა კუთხეში შეეცდებიან სიტუაციის არევას, ხალხის დაშანტაჟებას, ეთნიკურ უმცირესობებში არეულობის მოწყობასა და სხვადასხვა სკანდალის აგორებას. ლალი მოროშკინა ამბობს, რომ პატიმრები, რომლებიც სააკაშვილმა გაათავისუფლა, არ შეიძლება თავისუფლებაზე ასე ადვილად გამოსულიყვნენ! მათ შორის ნარკოტიკების უკანონოდ შენახვა, შეძენა, გადატანის ფაქტზე გასამართლებული 500-ზე მეტი ადამიანი,  400-ზე მეტი ქურდობის ფაქტზე,  ხოლო 200-ზე მეტი თაღლითობის ფაქტზე გასამართლებული პატიმარი, ასევე, ნარკოტიკების განმეორებით მოხმარების ფაქტზე დაჭერილი, იარაღის უკანონო შენახვა-ტარების, ქრთამის აღებისა და მითვისება-გაფლაგვის, ყალბი დოკუმენტების გამოყენება-დამზადება-გასაღების, ჯანმრთელობისთვის განზრახ მძიმე დაზიანების, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, საბაჟო წესების დარღვევის, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მკვლელობის მცდელობის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენის, განზრახ მკვლელობის, ყალბი ფულის დამზადება-გასაღებისა და პედოფილიისა და სხვა მრავალი მუხლით წაყენებულ ბრალდებაზე  გასამართლებული პატიმრები, რომლებიც პრეზიდენტის მიერ იქნენ ამნისტირებულნი, სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ქვეყანას! ლალი მოროშკინა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს:

 

- ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი ძალა. ადამიანმა შეძლო და დააგროვო კაპიტალი, შეძლო და წლების განმავლობაში აკეთო ამდენი ქველმოქმედება, გახსნა საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები - ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ისეთი ადამანებიც შევიდნენ „ქართული" ოცნების რიგებში, რომლებსაც ცხრს წლის განმავლობაში ვებრძოდი! ამას ხმამაღლა ვიტყვი! დიახ, მე არ მინდა ჩემი ყველა ნაბიჯი შევუთანხმო პარტიულ ბოსებს, რადგან, როგორც წესი, პარტიული ბოსი ყოველთვის გარიგებულია სხვა პარტიასთან! ეს არის მათი თამაშის წესები, რაც ჩემთვის მიუღებელია!

 

- ქალბატონო ლალი, დააკონკრეტებთ ამ „ბოსების" ვინაობას?

 

- ვერ დავკონკრეტდები! ბევრნი არიან... როცა ამ სიაში პირველ 50 კაცს გადავხედე, სახტად დავრჩი. ზუსტად ვიცი, ვინც მივიდა ბიძინა ივანიშვილთან, ვინც ჩადგა იმ რიგში, რომელსაც მე დავარქმევდი მომლოცველთა რიგს, ისინი იყვნენ ხელგაწვდილი ადამიანები, რომლებმაც თავს უფლება მისცეს ეწუწუნათ, კარები შეენგრიათ, კარებს თუ არ გაუღებდნენ, ფანჯრიდან გადასულიყვნენ... მადლობა ღმერთს, არ ვარ იმ სიაში, ვისაც ბიძინა ივანიშვილი ფულს უხდიდა! დიახ, მე არცერთ სიაში არ ვარ! არცერთი პარტიის! მეტიც: არც იმ ჟურნალისტების ეგრეთ წოდებულ „ტუსკოვკების" სიაში ვარ, რომელიც ძალიან კარგად ფინანსდებოდა! 
ჩემთვის არსებობს ცალკე ბიძინა ივანიშვილი, ცალკე მდგომი, ძლიერი, მეომარი ფიგურა და აბსოლუტურად ცალკე არის „ოცნება", რომლის წევრი არც ვიყავი და არც გავხდები!
ბიძინა ივანიშვილი კარგად ხვდება, თუ რამდენად უმადურები აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულად მან გააცოცხლა. არადა, დახეული ლაბადებით, ცალ-ცალი კალოშით იდგნენ  ქუჩაში და...

 

- სააკაშვილის მიერ გამოცემული ამნისტიის...

 

- მაპატიეთ, შეგაწყვეტინებთ... ის, რაც სააკაშვილმა ახლა გააკეთა, ამნისტირებული პატიმრებისთვის ნასამართელობის მოხსნა, - ეს არის ჩემს გამოსვლაზე მისი პასუხი. დიახ, მას სურს, რომ ხალხის რაოდენობა ნახოს თავის სასახლესთან და ფიქრობს, რომ ეს ხალხი მისი მხარდამჭერი გახდება. არა, მიშა! ეს ხალხი არასდროს გახდება შენი მხარდამჭერი!

მოგაწვდით მასალებს, რომ სააკაშვილს ძალიან მძიმე დამნაშევეების გათავისუფლებაზე აქვს ხელი მოეწრილი. ხმამაღლა ვიტყვი, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ასეა, - მან აიღო სია, გადახედა და გამოუშვა ყველაზე მძიმე დამნაშავეები, რომლებიც სისტემაში იყვნენ!

თუ ვინმეს არ ახსოვს, გავახსენებ... საქართველოს ამ წლების განმავლობაში ჰყავდა 300 000 მსჯავრდებული. საქართველოში 2 მილიონ ნახევარი ადამიანია. ანუ? თითქმის ყოველი მესამე ადამიანი იყო მსჯავრდებული. ეს არის კატასტროფული ციფრი. ახლა რომ ჰუმანურ აქტებს ატარებს, სად იყო სააკაშვილი როცა 300 000 კაცს დაადო მსჯავრი?  სად იყო, როდესაც 2006 წელს გამოცხადა ნულოვანი ტოლერანტობა?  სად იყო, როდესაც ხოცა ადამიანები?  სად იყო, როდესაც ხურავდა ტელევიზიებს?  სად იყო, როდესაც ამობუგა ბიზნესი?  სად იყო, როდესაც დაკარგა ტერიტორიები?  სად იყო, როდესაც გაანადგურა ოჯახები და დინასტიები? 

საქართველოსათვის 5-6 ათასი მსჯავრდებული არის ნორმალური, რომელიც ჩვენს ქვეყანას შესაძლებელია, რომ ჰყავდეს. 25 000 მსჯავრდებულისგან, დაახლოებით, 5 ათასი, რა თქმა უნდა, კრიმინალი იყო. ახლა კი იმ კრიმინალებს უხსნის ნასამართლეობას, მთლიანად ათეთრებს მათ და ყველაფერს აკეთებს, რათა რომ სიტუაცია აირიოს...

- სხვათაშორის, არის ათი პუნქტი, ნელი მოქმედების ათი ნაღმი. ეს არის პიარში ძალიან ცნობილი ქმედება, სიტუაციის ასარევად და ახლა სწორედ ამ მეთოდის გამოყენებას ცდილობს სააკაშვილი

1არასამთავრობოები, რომლებიც იწყებენ ყვირილს, ჩხუბს და რომლებმაც არაერთი თემა წამოწიეს პირველ პლანზე, დაფინანსებულია სააკაშვილის მიერ!

2.  ეგრეთწოდებული ექსპერტები: დღეს, როდესაც ტუღუში იწყებს ექპერტად გამოსვლას, მე მას გავახსენებ - როდესაც ის დაინიშნა ორი კვირით მინისტრად, იმ კადრების მერე, რაც გავრცელდა, ის შევიდა ციხეში და არასრულწლოვანი ბავშვები არ მოინახულა. ეს ნორმალურია? სახალხო დამცველი, რომელიც სამ ადამიანთან ატარებს თავის წლიურ ანგარიშს და ამას არ ესწრება პარლამენტი, მას უფლება არ აქვს ვინმეს მორალი უკითხოს და იყოს ვინმეს ექსპერტი! რატომ არ იყო ტუღუში ნაციონალების დროს ექსპერტი? თუ იყო, რატომ არ უსმენდნენ მას? შესაბამისად, მისი ექსპერტობა დამთავრდა იმ სხდომაზე, სადაც მას არ მოუსმინეს!

3. ინტერნეტ პორტალები: ჩვენ უკვე ვხედავთ, გაჩნდა სხვადასხვა ინტერნეტ სააგენტოები, სადაც პირველი, რასაც ისინი აკეთებენ, დებენ უარყოფით ფაქტებს, უარყოფით ამბებს, ემოციას. თითიდან გამოწოვილ ამბავსაც კი... დანაშაული ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი უმეტესად იმალებოდა, იყო მითითება, რომ არ გახმაურებულიყო. ჩვენ ვიცით იყვნენ ჟურენალისტები, რომლებიც იბრძოდნენ ამ ყველაფრის გამომზეურებისთვის, თუმცა, ისიც ვიცით, რა წნეხის ქვეშ იმყოფებოდნნენ ისინი...

4. ტელევიზიები: ვარდების რევოლუცია ტელევიზიებით მოახდინა სააკაშვილმა და ძალიან კარგად იცის ეს პიარ-ტექნოლოგია როგორ იმუშავებს.

5. სტუდენტი აქტივისტები: როგორც კი სწავლა დაიწყება, ნახავთ, გამოჩნებიან სტუდენტები, რომლებიც დაიწყებენ საუბარს იმაზე, რომ მთავრობა არასწორად იქცევა. დაუპირისპირდებიან ისეთ ღირსეულ ადამიანს, რომგორიც არის ლადო პაპავა, ახლად არჩეული რექტორი. დაიწყება კამპანია ლადო პაპავას წინააღმდეგ! დიახ, ამას ახლავე ვაანონსებ!

6. პატიმრების „განაწყენებული"პატრონები: ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მაშინ იმ რეჟიმს ემსახურებოდნენ. სააკაშვილის რეჟიმის მაყურებლები იყვნენ. ამას ვამბობ ის ადამიანი, რომელმაც კარგად იცის ეს სისტემა. ესენი იყვნენ ნაციონალების მაყურებლები, რომლებიც დღეს დავალებას აძლევენ თავის ოჯახებს, რათა იხმაურონ. დიახ, ყველა პატიმარი, რომელიც დღეს ხმაურობს და ტელევიზიამდე მიაქვს ამბავი, ის ადამიანია, რომელსაც ნაციონალებთან იმდენად ჰქონდათ დალაგებული სიტუაცია, რომ პირად საქმეში არცერთი გადაცდომა არ უწერიათ! ეს ის ხალხია, რომლებიც იმ რეჟიმს ემსახურებოდა! დიახ,  კრიმინალები იყვნენ, მაგრამ შეკრულები იყვნენ იმ რეჟიმთან! და, ამიტომ აფარებდა ხელსაც ხელისუფლება...

7. ძველი უმუშევრების ამოქმედება: ამდენი წელია უმუშევრობაა ქვეყანაში და ახლა დაიწყო ყველამ უკმაყოფილების გამოხატვა, თითქოს მთელი 9 წელი დასაქმებულები იყვნენ...

8. სამსახურიდან გათავისუფლება: ვინმემ რომ თქვას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან ბევრი თანამშრომელი გაუშვესო, მათ გასაგონად გეტყვით: მათ საქმეებს რომ გადახედოთ, ისეთი წარსული აქვთ, მარტო გაშვებული კი არა, დაჭერილებიც უნდა იყვნენ!

9. იმედგაცრუებული პენსიონერები: აუცილებლად მოძებნიან ორ და სამ ბებია-ბაბუას, რომლებიც იტყვიან,  რა კარგი იყო ძველი მთავრობა, ისინი პენსიებს  უმატებდნენო...

10. სახლებიდან გამოსახლება: ეს არის ბიზნეს-სტრუქტურა. ესეც დაბრალდება ახალ მთავრობას. ამ დროს კი რეალურად სხვა პრობლემაა - საბანკო ვალები, აღებული კრედიტები და ა.შ.

ეს არის ის ათი თემა, რომლითაც იწყება სიტუაციის არევა. ეს არის ძალიან ელემენტარული პიარ-გეგმა. გარდა ამისა, ამოქმედებულები არიან უცხოელი დიპლომატები. მათზე ჩვენ ზუსტად ვიცით, რამდენი მიწა აქვთ საქართველოში შეძენილი, როგორ გულაობდნენ ქართველ ქალებთან... დიახ, ეს იყო ცალკე შტატი! ძალიან ბევრ უცხოელ დიპლომატს ცოლი არ ჩამოჰყვა საქართველოში. მათზე მიმაგრებული იყო ქართველი ქალბატონი... ეს ზუსტად ვიცი, ასპროცენტიანი ინფორმაციაა! ეს ქალბატონები, გარდა იმისა, რომ რაც საჭიროა, ის ინფორმაცია მიჰქონდათ დიპლომატებთან, მუდმივი შანტაჟის ქვეშ ჰყავთ ისინი. უცხოელი დიპლომატისთვის ოჯახის დანგრევა სკანდალით იმ ქვეყანაში, სადაც  სამსახური აქვთ კარიერის დასასრულია! სამწუხაროდ, ბევრი ჰომოსექსუალი წყვილი იყო საქართველოში, მათ შორის დიპლომატებშიც...

 

- თუ იცით კონკრეტული სახელები, რომელ დიპლომატებს გულისხმობთ, ან...

 

- რა თქმა უნდა, ვიცი! თუმცა, მე ამის თქმის უფლება არ მაქვს... თუ გარკევული ორგანოები დაინტერესდებიან, ძალიან ადვილია მათ ხაზზე გასვლა! ან, რომელ კოჰაბიტაციაზე მელაპარაკებიან?! კატეგორიული წინაამდეგი ვარ! მე ვარ მომხრე რეჟიმის გასამართლების! დიახ, ვიდრე სასამართლოში არ აღმოჩნდება ყველა დამნაშავე, ვერ გამაჩუმებენ!  დიახ, პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი უნდა დაისაჯოს! ის, ვინც იღებდა ჩვენი ბიჭების ამოხოცვის გადაწყვეტილებას! სააკაშვილმა მარტო ცხინვალის მისადგომებთან ჩვენი ბიჭების ჩაცხრილვის გამო უნდა აგოს პასუხი! თანაც - ტრიბუნალით! მომხრე ვარ, დაისაჯოს ყველა! კატეგორიული წინააღმდეგი ვარ კოჰაბიტაციური რეჟიმის!  არსებობს საშიშროებმა, რომ რეინკარნირებული ნაცმოძრაობა მივიღოთ! მე პირველი ვიქნები ამის წინააღმდეგი!

 

-  ვინ უნდა გასამართლდეს და რა დანაშაულის გამო?

 

- მთელი წინა მთავრობა უნდა გასამართლდეს! მათ ყველას აქვთ ისეთი დანაშაული ჩადენილი, რის გამოც უნდა გასამართლდნენ! 19 პოლიკლინიკა აქვს შესყიდული სანდრა რულოვსს, სხვა დანარჩენ პირებთან ერთად. პირველადი ჯანდაცვის ობიექტი საქართველოში აღარ არსებობს... რომ გინდოდეს პოლიკლინიკაში მისვლა, ვეღარ შეძლებთ.  დამნაშავეა ყველა! ან, ახალაიები... ისინი იყვნენ  პატარა ბიჭები, რომლებიც პრაქტიკულად ყავას ადუღებდნენ  და კარს აღებდნენ ხოლმე... ოდიოზურ ფიგურებად მერე იქცნენ. დავით ბაქრაძე დამნაშავეა! იმიტომ, რომ ყველაფერი იცოდა! ართქმა და გაჩუმება იმ უბედურებაზე, რომელიც ხდება, არ შეიძლება! თანამონაწილე ხარ! დიახ, როგორც გაასამართლეს ფაშისტები და ყველა მათი თანამოაზრე ჩამოაშორეს სამსახურებს,  გაუშვეს პენსიაზე, ზუსტად ასე, ყველა თანამოაზრე უნდა წავიდეს პენსიაზე! დღეს საზოგადოება ელის წინა მთავრობის დასჯილ წევრებს! თუნდაც პრევენციისთვის არის საჭირო, რათა დღევანდელ მთავრობაში არ მოხდეს იგივე გადაცდომები. კიდევ ერთხელ განვმეორდები: „ოცნების" დეპუტატებმა, რომლებიც ახლა პარლამენტში სხედან, არ დაუფასეს ივანიშვილს სიკეთე, ისინი გადავიდნენ ფულის კეთებაზე, კარები დახურეს, ამომრჩეველს არ ხვდებიან და საერთოდ ვინ არიან, კაცმა არ იცის!  ნუ დამაკონკრეტებინებთ, გთხოვთ... დასჭირდება ივანიშვილს?  მივაწვდი სიას... დასჭირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს? მივაწვდი ინფორმაციას!

 

- „ობიექტივის" ეთერში გააკეთეთ განცხადება ეგრეთ წოდებული მანიაკი და ჯალათი ფოკუს ჯგუფების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში არევენ სიტუაციას, რათა არეულობა ამინისტიით გათავისუფლებულ პატიმრებს დაბრალდეს. თქვენი განცხადებით კი, ეს ადამიანები მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერით არიან გათავისუფლებულები...

 

- ხშირად გაგავიშვია პატიმრები, რომლებიც რეალურად ამინისტრილებულთა სიაში არ მოხვედრილან, არ ეკუთვნოდათ ამნისტია, მაგრამ პრეზიდენტის პირადი გადაწყვეტილებით არიან გაშვებულები! პედოფილი, მკვლელი, მძიმე დამნაშავე არ იყო გასაშვები. ფოკუს ჯგუფები-ესეც პიარ ტექნოლოგიაა. ადგილ-ადგილ იქნება აფეთქებები, საკურორტო ზონებში, ქალაქის ცენტრში, გარეუბანში, სოფელსა თუ ქალაქში. ეთნიკურ ნიადაგზე მოხდება არეულობა, შუღლი პანკისში, შესაძლებელია გალთან და ცხინვალთან დაძაბონ ურთიერთობა. ძალიან მარტივია არევა, სკანდალის აგორებას არაფერი არ უნდა... საუბარია დავალების მიმცემზე, თავზე, მიხეილ სააკაშვილზე, თავის იდეოლოგებთან ერთად... სააკაშვილის და მისი გუნდის ერთადერთი გადარჩენა იქნება, თუკი ისე არევენ სიტუაციას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს გადადებენ. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ გადადონ საპრეზიდენტო არჩევნები. თუ ქაოსი ატყდა ქვეყანაში, თუ მკვლელობები გახშირდა, ეთნიკური ჯგუფები აფორიაქდნენ...

 

- ციხეში უკან შებრუნებული პატიმრების რიცხვი ბევრია? ერთი-ორს გაუპროტესტებია - რატომ უშვებენ  ამდენ პატიმარს ციხეებიდან...

 

- ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი: პატიმრები, რომლებიც ჩვენ გავუშვით, ისეთი დალეწილები არიან ცემისგან, შიმშილისგან, კალცის ნაკლებობისგან და ა.შ, მათ ქუჩაში გამოსვლა კი არა, ექიმიდან ექიმებში სიარული თუ შეუძლიათ.  შემობრუნებულთა რაოდენობა მიზერულია... იცით, როგორი შემთხვევები ყოფილა? გასულა პატიმარი, არავინ დახვედრია, აღარც ოჯახი ჰყავს, აღარც არაფერი გააჩნია და უკან შემოსულა, ციხის დაცვისთვის გზის ფული გამოურთმევია...

 

- თუ ფიქრობთ გათავისუფლებული პატიმრების დასაქმების საკითხზე, რა უნდა გააკეთოს ამდენმა ადამიანმა, რომელსაც ნასამართლეობის გამო არცერთ სამუშაოზე არ იღებენ?

 

- ეს ორი თვე ძალიან გაგვიჭირდება. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ის გადადის არასამთავრობო სექტორში, არის სწორედ ამის მანიშნებელი. მას ახლა უფლება არ აქვს, ხარჯოს საკუთარი ფული, იმიტომ რომ არის პრემიერ-მინისტრი. დარწმუნებული ვარ, შექმნის ისეთ თავშესაფრებს, სადაც უსახლკაროები დაბინავდებიან და ა.შ.

ბიძინა ივანიშვილმა ამ თვეების განმავლობაში რაც ნახა, არის მხოლოდ უმადურობა! ის ძალიან აზარტული ადამიანია, მის ფსიქოტიპს ძალიან კარგად ვიცნობ, ისე არ წავა, საქმეს ბოლომდე მიიყვანს!

 

- რა მდგომარეობაა დღეს ციხეებში?

 

- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ღურწკაიამ მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა, ციხეში სამეურნეო ნაწილს  ხელფასი არ ჰქონდათ... მუშაობდნენ და ხელფასს არ უხდიდნენ, ახლა კი მათ ხელფასი დაენიშნათ. პატიმრები საბითუმო ფასად ყიდულობენ პროდუქტს. საკვებიც შეიცვალა. ყავის მადუღარას, რომელიც გარეთ სამი ლარი ღირდა, ციხეში 25 ლარად ყიდდნენ პატიმრებზე.  პროდუქტები ვადაგასული იყო და ათჯერ ძვირის გადახდა უწევდათ, ვიდრე გარეთ ღირს. დღეს ღომი და ხარჩოა მენიუში. როცა გიორგობაზე დავსხედით და ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა პატიმრებისთვის, წინადადება შევიტანე, რომ ხორციანი საჭმელი მოგვემზადებინა მათთვის. სოზარ სუბარმა გაიკვირვა, - როგორ, ხორცი არ აქვთო? თავის ძმას გადაურეკა, რომელიც ახალი გათავისუფლებული იყო ციხიდან. ჰკითხა, ხორცი რამდენჯერ ჰქონდათ კვირაში და მან უპასუხა, რომ ბოლოს 2010 წელს აჭამეს... არადა, ხორცი გაწერილი ჰქონდათ მენიუში და ფული იხარჯებოდა. სამაგიეროდ, პატიმრებს უნახავთ დარტყმა, წამება და უბედურება. დღეს, როდესაც კალმახელიძეზე საუბრობენ, ბრალი ედება თუ არა რამეში, მინისტრი იყო და არ იცოდა პატიმრებს ხორცი თვალით რომ არ ენახათ? მე პირადად ვიცნობ რამოდენიმე პატიმარს, მერვე საპყრობილეში, მორგში, მათ თვალწინ მოუკლავთ ადამიანი. იმიტომ რომ რაღაცის გამოძალვა სურდათ მათთვის.

 

- ამბობენ, თითქოს დღესაც ხდება პატიმრების წამება...

 

- ტყუილია! სასჯელაღსრულება ერთ-ერთი პირველია, რაზეც იერიში უნდათ, რომ მიიტანონ. არ არსებობს არცერთი თანამშრომელი, რომელიც ხელს აწევს პატიმარზე. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ! საქართველოს 60 პროცენტს არ აქვს ისეთი საკვები, როგორიც აქვს მათ... პროფესიული სასწავლებლები კეთდება, სადაც იმუშავებენ, ხელფასი ექნებათ, პროფესიას დაეუფლებიან, ისწავლიან, ინგლისურს, კომპიუტერს, ხელობას...  რომ გამოვლენ ციხეებიდან, ხელობა ექნებათ.

 

- სხვათაშორის, როგორც ერთგან თქვით, ბოლო დროს თქვენს მიმართ მომრავლდა მუქარები...

 

- კი, მაგრამ ისინი ვერასდროს ვეღარ მოვლენ სათავეში და არასდროს არ შემეშინდება, რითიც არ უნდა დამემუქრონ! მე თვითონ მოვითხოვე, რომ ჩემი ტელეფონი ისმინებოდეს, ჩემს სახლთან პერიოდულად ხდებოდეს პატრულილება, რადგან რისკ-ჯგუფებში მეც ვარ. მე მზად ვარ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობისთვის! მათ სახელებსაც ვეტყვი, გვარებსაც და გეგმასაც, თუ როგორ აპირებენ ქვეყანაში სიტუაციის არევას!

 




ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016